Thumbnail
  • კარლსრუეს 125 წელი შეუსრულდა
  • პრესა კლუბის ისტორიაში 11 საუკეთესო მოთამაშის გამოვლენას ცდილობს

გერმანულ კარლსრუეს წელს 125 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გერმანულმა გამოცემამ bnn.de (ბადიშე ნოიესთე ნახრიხთენ) კლუბის ისტორიაში საუკეთესო 50 ფეხბურთელი დაასახელა.

სიაში ოლივერ კანთან, თომას ჰესლერთან, მეჰმეთ შოლთან და სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, საქართველოს ნაკრების ექს-ფორვარდი ალექსანდრე იაშვილიც მოხვდა, რომელიც კარლსრუეში 2007-2012 წლებში თამაშობდა და გუნდის კაპიტანი გახლდათ.

იაშვილის გერმანული კარიერა 1996-97 წლებში ლიუბეკში დაიწყო, ხოლო ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ქართველმა ფრაიბურგში (1997-2007) გაატარა, სადაც 10 სეზონის მანძილზე იცავდა გუნდის ღირსებას. იაშვილის 17-წლიანი გერმანული კარიერა 2012-13 წლებში, ბოხუმში დასრულდა.

დასახელებული 50 ფეხბურთელის მიხედვით, bnn.de გამოკითხვას ატარებს, სადაც მკითხველთან ერთად კლუბის ისტორიაში 11 საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს. ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი.​ ხმის მიცემის შემდეგ საჭიროა, რომ თქვენი პირადი მონაცემები შეიყვანოთ (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), დაეთანხმოთ წესებს და დაადასტუროთ, რომ არ ხართ რობოტი.

ამ დროისთვის ოლივერ კანი ლიდერობს. მეორე ადგილზე ჰესლერია, მესამეზე კი - მაიკ ფრანცი. 

კომენტარები

ბოლო ამბები