Thumbnail
  • რანდერსი 2:1 ჰორსენსი
  • ლობჟანიძის საუკეთესო სტარტი სუპერლიგაში

დანიის სუპერლიგის მე-10 ტურში საბა ლობჟანიძის რანდერსმა შინ 2:1 მოუგო ჰორსენსს და 14 ქულით, მე-6 ადგილზე გადავიდა. ეს ქართველი ლეგიონერის გუნდის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა (3 ჩემპიონატში, 1 თასზე).

22-ე წუთზე ლობჟანიძემ ანგარიში გაათანაბრა, სამ წუთში კი გამარჯვების გოლიც მისი წყალობით გავიდა - საბამ კუთხური ჩააწოდა, სტუმართა მცველმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ქართველი ლეგიონერი 84-ე წუთზე შეცვალეს.

24 წლის ლობჟანიძეს 10 ტურში 5 გოლი აქვს გატანილი. ეს მის დანიურ კარიერაში საუკეთესო სტარტია - 2017/18 წლების სეზონში საბამ სუპერლიგაში 9 გოლი გაიტანა (29 თამაში), 2018/19 წლების სეზონში კი - 8 (37 თამაში). 

კომენტარები

ბოლო ამბები