Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის უკრაინაში ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი მასპინძელთა გარდა, რუმინეთს ეთამაშება
  • საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩებს პოლონეთში ჩაატარებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები უკრაინაში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ჩვენი გუნდი ქალაქ ივანო ფრანკივსკში იმყოფება, სადაც უკრაინის და რუმინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ავთანდილ ასათიანის ნაკრები უკრაინაში 15 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)
 

წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (სორო-კომპანი, ტაჯიკეთი), მიხეილ თევზაძე (თსუ, თბილისი), კახაბერ მაისაია (თელასი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), სილვა სანტოსი (აპოელი, კვიპროსი), თალესი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი).

საქართველოს ნაკრებისთვის უკრაინაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი 24-27 ოქტომბერს პოლონეთში იასპარეზებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთი, ესპანეთი და ფინეთი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები