Thumbnail

კადეტ ძიუდოისტთა შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ყაზახეთში დაგეგმილ ტურნირში 12 ქართველი ჩაებმება
  • მსოფლიოს პირველობა ხუთ დღეს გაგრძელდება

25-29 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქი ალმათი კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები სოლიდური შემადგენლობით იქნება წარდგენილი.

ქართველი ძიუდოისტები ყაზახეთში უკვე გაემგზავრნენ. ალმათის ტურნირზე სულ ათ ქართველ ვაჟს და ორ გოგონას ვიხილავთ. მსოფლიოს პირველობის საწყისი 4 დღე ინდივიდუალურ ასპარეზობას დაეთმობა, 29-ში კი გუნდური შეჯიბრია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მომავალ ტურნირში მონაწილეობას 64 ქვეყნის 500-მდე ძიუდოისტი მიიღებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორებს ორიგინალური მედლები გადაეცემათ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
50 კგ. – ნიკა ბაჩიაშვილი, კაკო ჩაფურიშვილი
60 კგ. – დავით ბახბახაშვილი
66 კგ. – დათო დვალიშვილი
73 კგ. – გიორგი ტერაშვილი
81 კგ. – აკაკი ჯაფარიძე
90 კგ. – გიზო გუგუნაშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი
+90 კგ. – ირაკლი დემეტრაშვილი, გიგა ტატიაშვილი
48 კგ. – დიანა გაგოშიძე-ფილკინა
70 კგ. – ნინო გულბანი

კომენტარები

ბოლო ამბები