Thumbnail

ტოჩინოშინი და სხვები - რეკომენდატორები პოლიციელის მკვლელის შეწყალების საქმეში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პრეზიდენტის მიერ ზოგიერთი პატიმრის შეწყალებამ დიდი ხმაური გამოიწვია
  • სპორტული სამყარო პოლიციელის მკვლელის შეწყალების რეკომენდატორთა სიაში

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის რამდენიმე პატიმრის შეწყალებამ დიდი ხმაური გამოიწვია. მათ შორის იყო ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული რამაზ დევაძის შეწყალების საკითხიც.

როგორც რამაზ დევაძის ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ განაცხადა, ბრალდებულს მრავალი რეკომენდატორი ჰყავდა, მათ შორის, სპორტსმენები და სპორტული ორგანიზაციებიცაა:

"რეკომენდატორთა შორისაა ჭიდაობის ფედერაცია, ასევე სხვა ფედერაციები - მათ შორის, კრივის ფედერაცია, აჭარის ფეხბურთის ფედერაცია. ტოჩინოშინიც არის რეკომენდატორთა შორის. მან განცხადებაც შეიტანა, რომ შეეწყალებინათ ეს ადამიანი", - დავით ჯაფარიძის ეს კომენტარი "ნიუპოსტმა" და რუსთავი 2-ის ვებ-გვერდმა გაავრცელეს.

2014 წლის დეკემბერში 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი თავისივე ტაბელური იარაღით მოკლეს. ბრალდებულ რამაზ დევაძეს განზრახ მკვლელობისთვის 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ დევაძემ საპატიმრო შეწყალების წყალობით დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები