Thumbnail

ძალოსნობა | რევაზ დავითაძემ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ტაილანდში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. დღეს, ფიცარნაგზე რევაზ დავითაძე გავიდა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა! ჯერ 166 კილოგრამი ასწია, შემდეგ 169 დაძლია და ბოლოს, უკვე ჩემპიონის რანგში 172 კილოგრამი აიტაცა.

აკვრაში რევაზს არ გაუმართლა. პირველ მისვლაზე ქართველმა ძალოსანმა 199 კილოგრამი დაძლია, მეორე მისვლაზე კი 203 კილოგრამი თითქმის აწეული ჰქონდა, როდესაც ფეხის ტრავმა მიიღო და მცდელობა ჩაუვარდა. მესამე მისვლაზე დავითაძე 204 კილოს შეეჭიდა, თუმცა წარუმატებლად.

ერთი სიტყვით, აკვრა რევაზ დავითაძისთვის წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ატაცის ჩემპიონობა საკმარისი აღმოჩნდა ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად. 21 წლის ქართველმა ძალოსანმა ტურნირი ოქროს და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა, რაც უდაოდ წარმატებაა.

ატაცი

166 კილოგრამი ✅
169 კილოგრამი ✅
172 კილოგრამი ✅

აკვრა

199 კილოგრამი ✅
203 კილოგრამი ❌
204 კილოგრამი ❌

რევაზ დავითაძემ აკვრაში 199 კილოგრამი დააფიქსირა

რეზი დავითაძემ აკვრაში 199 კილოგრამი დააფიქსირა

რეზი დავითაძემ აკვრაში 199 კილოგრამი დააფიქსირა

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 23 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები