Thumbnail
  • ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები ფინალში ჩინეთთან დამარცხდა
  • ნაკრების ღირსებას ხეცურიანი, თიბილაშვილი და ზადიშვილი იცავდნენ

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ქართველმა სპორტსმენებმა დიდ წარმატებას სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში მიაღწიეს, სადაც ხმლით შეჯიბრში 10 ნაკრები მონაწილეობდა.

ქართველი მოფარიკავეები ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებნენ, სადაც იტალიას 45:36 სძლიეს, ნახევარფინალში პოლონეთსაც აჯობეს (45:43), გადამწყვეტი შერკინება კი ჩინეთთან 22:45 წააგეს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ, მწვრთნელები კი მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები