Thumbnail
  • მილტონ ჰეიგი 6 ერში საქართველოს მიღებაზე
  • უელსელი ჟურნალისტების ირონიული კითხვა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 14:43 დათმო უელსის ნაკრებთან. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე უელსელმა ჟურნალისტებმა "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს ასეთი კითხვა დაუსვეს:

- რაც საქართველოს ნაკრებს წვრთნით ხშირად გითქვამთ, რომ "ბორჯღალოსნებს" მეტი შანსი სჭირდებათ პირველი დონის ქვეყნებთან სათამაშოდ. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი თამაში თქვენ არგუმენტს ამყარებს თუ პირიქით?

- ვფიქრობ, რომ დღევანდელი მატჩის შედეგის მიუხედავად, საქართველოსთვის უბრალოდ აუცილებელია ექვს ერში თამაში. უელსთან მსიოფლიო თასზე ითამაშო და ეგრევე სასწაულს ელოდო ჩვენგან, არასწორია. ჩვენ სწორედ ასეთ მეტოქესთან ხშირი თამაშით ვისწავლით მეტს. საქართველოს ძალიან ესაჭიროება პირველი დონის ქვეყნებთან თამაში, სულ მცირე, 4-ჯერ წელიწადში.

კომენტარები

ბოლო ამბები