Thumbnail
  • ჩელსი 1:2 ლივერპული
  • 0:1 ალექსანდრ-არნოლდი (14), 0:2 - ფირმინო (30), 1:2 - კანტე (71)

პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩი ლივერპულმა ლონდონში, ფრენკ ლამპარდის ჩელსის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.

ლივერპულიდან მე-14 წუთზე ანგარიში საჯარიმო დარტყმით ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა გაიტანა, ხოლო მალევე სხვაობა ორამდე რობერტო ფირმინომ გაზარდა - 2:0.

დინამიური მატჩშის მიმდინარეობისას, ტაბლოზე ცვლილების შეტანა ჩელსის ფრანგმა ლეგიონერმა - ნგოლო კანტემ შეძლო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

შემდეგ მატჩს იურგენ კლოპის გუნდი შეფილდში, ბრამალ ლეინზე ადგილობრივი იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპული ინგლისის პირველი დივიზონის (მათ შორის პრემიერლიგის) ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 2 სეზონში, პირველი 6 მატჩის მოგება მოეხერხა.

⚽ ჩელსიმ 13 გოლი პირველ 6 მატჩში ბოლოს 1978-79 წლების სეზონში გაუსვა...

⚽ ლივერპულმა სტანდარტულებიდან ბოლო სეზონიდან მოყოლებული 34 გოლი გაიტანა, შვიდით მეტი ვიდრე მეორე ადგილოსანმა გუნდმა...

არსენალი 3:2 ასტონ ვილა

0:1 - მაკგინი (20), 1:1 - პეპე (59/პენ), 1:2 - ვესლი (60), 2:2 - ჩამბერსი (81), 3:2 - ობამეიანგი (84)

ლონდონის არსენალმა ემირატებზე ახლად დაწინაურებულ ასტონ ვილას უმასპინძლა და შეხვედრა კინაღამ დათმო... ლონდონელები სახლში ვილასთან აგებდნენ, თუმცა კალუმ ჩამბერსის და ობამეიანგის ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით ბირმინგემელები 3:2 დაამარცხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები