Thumbnail
  • ბაზაძე და ჯიჯეიშვილი ბულგარეთში გაჩემპიონდნენ
  • ქართველთა წარმატებული სეზონი გუჩმაზოვამ გახსნა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართული მსოფლიო თასის გათამაშება წარმატებული გამოდა ქართველი მოფარიკავეებისთვის. ხმლით ფარიკაობაში ვაჟთა შორის ჩემპიონობა სანდრო ბაზაძემ იზეიმა, ქალებში კი ოქროს მედალი ლიკა ჯიჯეიშვილმა მოიპოვა.

სანდრო ბაზაძე

სანდრომ ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, პლეი ოფში კი მიყოლებით სძლია მუჰამედ ანასიზის (თურქეთი, 15:3), სტეფანო ლუკეტის (არგენტინა, 15:7), ენვერ ილდირიმს (თურქეთი, 15:11) და ჯეიმს ჰონეიბონს (დიდი ბრიტანეთი, 15:8).

საერთოდაც მარცხის გარეშე განვლო შეჯიბრი ჯიჯეიშვილმა. ლიკამ ჯგუფში ექვს მეტოქეს აჯობა, პლეი-ოფში კი კიდევ ხუთ მოფარიკავეს გაუმკლავდა.

ესენი აისელ აჰადოვა (აზერბაიჯანი, 15:9), ნატალია ბუგაევსკა (მოლდოვა, 15:6), მარია პერეს მორისი (არგენტინა, 15:9), ირინა შჩულკა (თურქეთ, 15:9) და ანა ბაშტა (აზერბაიჯანი, 15:12) იყვნენ.

ამ გამარჯვების წყალობით, ჯიჯეიშვილი FIE-ს რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა და 23.00 ქულით, 68-ე ადგილზეა. 23.25 ქულა აქვს და 67-ე საფეხურზეა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი თეოდორა კახიანი.

საინტერესოა, რომ 2019/20 წლების სეზონში, რომელიც სამი კვირის წინ დაიწყო, საერთაშორისო ტურნირებში სამმა ქართველმა მოფარიკავემ იასპარეზა და სამივემ ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენებურთა წარმატებული სვლა მაია გუჩმაზოვამ გახსნა, რომელიც დაშნაში შეჯიბრში ტაშკენტის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები