Thumbnail
  • შარიქაძის არყოფნაში, ბორჯღალოსნებს ისევ ნარიაშვილი უკაპიტნებს
  • ლევან ჩილაჩავა ეროვნული ნაკრების მაისურით 50-ე მატჩს ჩაატარებს

უელსთან მოახლოებული მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურმა ბორჯღალოსანთა კომენტარები გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მომავალ თამაშს ტრავმის გამო გამოტოვებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ის აგვისტოს ბოლოს სამხრეთაფრიკულ საუზერნ კინგსთან მატჩში დაშავდა, თუმცა, იმედი აქვს, რომ მსოფლიო თასზე ურუგვაისთან მატჩისთვის მოედანზე იქნება:

“მუხლის ტრავმა შარშანაც მაწუხებდა და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორებულიყო, მაგრამ არ გამოვიდა. საბედნიეროდ, მსოფლიო თასზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. უელსთან მატჩისთვისაც თითქმის მზად ვიყავი და ძალიან მსურდა მოედანზე გასვლა, მაგრამ ექიმებმა გარისკვისგან თავის შეკავება მირჩიეს. ჯერ კიდევ მაქვს მცირე პერიოდი გასავლელი იმისთვის, რომ თამაშს დავუბრუნდე. ვიმედოვნებ, მომდევნო შეხვედრისთვის მწყობრში ვიქნები“.

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

ვეცდებით, ქართული რაგბი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ

შარიქაძის არყოფნაში, ბორჯღალოსნების კაპიტანი კვლავაც მიხეილ ნარიაშვილი იქნება:
“კაპიტნად მერაბის არყოფნაში დამასახელეს, რომელმაც მოსამზადებელ მატჩში ტრავმა მიიღო. ვიმედოვნებ, რომ ის ძალიან მალე დაბრუნდება და საკუთარ ადგილს დაიკავებს. ამაყი ვარ საქართველოს ნაკრების კაპიტნობის პატივი რომ მერგო და მოედანზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ“.

ნარიაშვილმა ჯანმრთელობის შესახებაც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მარცხენა ბურჯმა 2018 წელს და 2019 წლის მარტში მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა...

”ყველაფერი კარგადაა. მონპელიეში გაკეთებული მეორე ოპერაციის შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა შესანიშნავად იმუშავა. რეაბილიტაცია ფრანგულ კლუბში დავიწყე, აღდგენის დასკვნითი ეტაპი კი საქართველოს ნაკრების მედ-პერსონალთან დავასრულე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ მსოფლიო თასის დასაწყებად“.

მიხეილი უელსთან მატჩის წინ პროგნოზებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ გუნდი საკუთარი პოტენციალის საუკეთესოდ გამოვლენას ეცდება:

“შედეგზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ვეცდებით, რომ ქართული რაგბი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა იმ დონეზე ვითამაშოთ, როგორიც მსოფლიო თასს შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

ლევან ჩილაჩავს საიუბილეო მატჩი ელის
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ლევან ჩილაჩავას 50-ე კეპი!

2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში 50-ე კეპს მოიხვეჭს ბურჯი ლევან ჩილაჩავა, რომელიც შეხვედრას მარქაფიდან იწყებს:

“საქართველოს ნაკრების კვართით თამაში ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა და ორშაბათს 50-ე ასეთი სიამოვნება მელოდება. ძალიან ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ მთელი გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს“. 

თამაზ მჭედლიძე: 100%-ით მზად ვარ

გასული წლის მიწურულს ტრავმა მიიღო უკანახაზელმა თამაზ მჭედლიძემაც, რომელიც ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობაში შარშანდელი ნოემბრის ტესტების შემდეგ პირველად ითამაშებს:

“ბარძაყი კარგ მდგომარეობაში მაქვს. საფრანგეთში კარგი რეაბილიტაცია გავიარე და ნაკრებში გამოცხადების შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა განსაკუთრებული ყურადღება დამითმო. დაადგინეს, რომ დაზიანება 100%-ით აღდგა და მეც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“. 

თამაზ მჭედლიძემ ტრავმა მოიშუშა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

გიორგი ბეგაძე: საშიში არაფერია

დაღლილობის ფონზე ტკივილები აწუხებს 9 ნომერ გიორგი ბეგაძეს, თუმცა საშიში არაფერია და მომდევნო მატჩისთვის ისიც მზად იქნება:

“სერიოზული არაფერია. მყესები და კუნთები მთელია, უბრალოდ გადაღლილობის ფონზე ტკივილები მაქვს. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო შეხვედრისთვის მზად ვიქნები. გუნდთან ერთად სამი თვის განმავლობაში ვემზადებოდი და რა თქმა უნდა, საწყენია პირველი მატჩის გამოტოვება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და უელსის ნაკრებთა მატჩი ხვალ, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათიდან ქალაქ ტოიოტაში დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები