Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ელიზბარ ოდიკაძის ოლიმპიური ლიცენზია და ბრინჯაოს შანსი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ოდიკაძემ რეპეშაჟში წარმატებული სტარტი აიღო
  • ლომთაძე ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. შეჯიბრის ბოლო დღეს ქართველებს კიდევ ორი მედლის მოპოვების შანსი აქვთ. ბექა ლომთაძე (61 კგ.) ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) კი დამამშვიდებელ წრეში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ოდიკაძე რეპეშაჟში სამხრეთ კორეელ მინვონ სეოს დაუპირისპირდა და 4:0 გაიმარჯვა. შედეგად, ელიზბარმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლiცენზია მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ოდიკაძის მომდევნო მეტოქე ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი კაილ სნაიდერია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუს მაგომედრასულ იდრისოვთან მოუწევს ჭიდილი ლომთაძეს. ნურ-სულთანში გადამწყვეტი ორთაბრძოლები სტარტს თბილისის დროით 16:00 საათზე აიღებს.

📺 ოდიკაძე V სეო

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში კორეელი მინვონ სეო 4-0 დაამარცხა

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში კორეელი მინვონ სეო 4-0 დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა. ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისათვის ამერიკელების ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერს დაეჭიდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 22 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები