Thumbnail

ტაშკენტის გრანპრი | თუშიშვილი ფინალშია, ბექაური ბრინჯაოსთვის იბრძოლებს!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარეობს ძიუდოს გრანპრი
  • ტურნირში მხოლოდ ორი ქართველი მონაწილეობს: თუშიშვილი და ბექაური

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს გრანპრი მიმდინარეობს. ტურნირში მხოლოდ ორი ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობს: ლაშა ბექაური (-90 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.).

ბექაური მეორე ეტაპიდან ჩაერთო ტურნირში და პირველ ორთბრძოლაში ალჟირელი აბდერაჰმან ბენამადი დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტის მომდევნო მეტოქე სომეხი არსენ ხანძიანი იყო და ლაშამ ეს ორთაბრძოლაც წარმატებით დაასრულა. ნახევარფინალში ბექაური რუს ხუსენ ხალმურზაევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ბექაურის მსგავსად, მეორე წრიდან ჩაერთო ტურნირში მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი. ქართველმა პირველი ორთაბრძოლა ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს მოუგო, შემდეგ კი უზბეკ ალიშერ იუსუპოვს დაუპირისპირდა და ისიც დაამარცხა. ნახევარფინალში გურამი უკრაინელ ძიუდოისტს, იაკივ ხამოს შეხვდა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ფინალში ქართველი მასპინძელ ბეკმუროდ ოლტიბოევს დაუპირისპირდება.

📺 თუშიშვილი V იუსუპოვო

გურამ თუშიშვილმა ალიშერ იუსუპოვს იპონით სძლია | ტაშკენტის გრან პრი 🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 22 სექტემბერი, 2019

📺 თუშიშვილი V ხამო

გურამ თუშიშვილმა უკრაინელ იაკივ ხამოს შებოჭვით მოუგო 🇬🇪🇬🇪🇬🇪

გურამ თუშიშვილმა უკრაინელ იაკივ ხამოს შებოჭვით მოუგო 🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 22 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები