Thumbnail

‘ადამიანები სულელები არიან და ბევრს ლაპარაკობენ!’ - რისი თქმა სურდა რონალდოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდოს ჟესტმა ატლეტიკოსთან დისკუსიები გამოიწვია
  • იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა ამაზე ვერონასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა

მოედანზე თუ მოედანს მიღმა, კრიშტიანო რონალდო ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისი თითოეულ სიტყვას და საქციელს მსოფლიო მედიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასე იყო მადრიდის ატლეტიკოსთან გასვლით მატჩშიც, რომელიც 2:2 დასრულდა.

ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ, რომელიც გოლით ვერ დაასრულა, რონალდომ ატლეტიკოს ფანების მისამართით მორიგი ჟესტი გააკეთა - ხელის მოძრაობით ანიშნა მათ, რომ ბევრს ლაპარაკობენ. მადრიდელმა ფანებმა ეს პროვოკაციად აღიქვეს. ისინი რონალდოს ისედაც მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფდნენ, ამ ჟესტს კი უფრო ხანგრძლივი სტვენა მოჰყვა.

რონალდოს დრიბლინგი ატლეტიკოსთან

უშუალოდ მატჩის შემდეგ რონალდომ მოკლედ განმარტა, ამით მივანიშნე, რომ უნდა ისწავლონო. სერია A-ში, ვერონასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კი პორტუგალიელმა მადრიდულ ჟესტზე ოდნავ უფრო ვრცლად ილაპარაკა.

“ადამიანები სიამოვნებით ლაპარაკობენ ზედმეტად ბევრს. სულ ეს არის. ადამიანები სულელები არიან და ბევრს ლაპარაკობენ!” - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ CR7-ს ატლეტიკოს ფანებთან წლების მანძილზე მტრობა აკავშირებს, რაც იმ დროიდან დაიწყო, როცა კრიშტიანო რეალში ბრწყინავდა. დაპირისპირება პორტუგალიელის იუვენტუსში გადასვლის შემდეგაც გაგრძელდა - გეხსომებათ, როგორ უპასუხა რონალდომ წინა სეზონში დიეგო სიმეონეს ზეიმს საპასუხო მატჩში, რომელიც იუვენტუსმა 3:0 მოიგო და ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები