Thumbnail

დავით სხირტლაძის დუბლი და საგოლე გადაცემა ლოძთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლოძი 1:4 არკა გდინია - სხირტლაძემ მონაწილეობა სამ გოლში მიიღო
  • ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სეზონში მე-2 მატჩი მოიგო

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში დავით სხირტლაძის არკამ მატჩი ლოძთან გამართა და მეტოქეს 4:1 სძლია. ქართველმა შემტევმა სამ გოლში მიიღო მონაწილეობა. დავითმა შეხვედრაში დუბლი შეასრულა - მან 21-ე და 43-ე წუთებზე გამოიჩინა თავი.

გარდა ამისა, სხირტლაძემ 72-ე წუთზე იანკოვსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა. არკას 8 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. ქართველი ლეგიონერის გუნდს 9 ტურში 2 მოგება აქვს. სხირტლაძე მომდევნო ტურში პიასტის წინააღმდეგ ითამაშებს.

დავით სხირტლაძის დუბლი და საგოლე გადაცემა პოლონეთში

დავით სხირტლაძის დუბლი და საგოლე გადაცემა პოლონეთში credit PKO Ekstraklasa

Posted by Silk Sport on შაბათი, 21 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები