Thumbnail

უცუდესი სტარტი - ბარსელონა ანდალუსიაში სენსაციურად დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გრანადა 2:0 ბარსელონა
  • შაბათის მატჩების შემდეგ გრანადა ლიდერია

ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში გრანადამ ანდალუსიაში ქვეყნის ჩემპიონ ბარსელონას უმასპინძლა და სენსაციურად დაამარცხა - 2:0. 10 ქულით გრანადა პირველ ადგილზეა (ამდენივე ქულა სევილიასა და ატლეტიკოს აქვთ), ხოლო ბარსელონას 7 ქულა აქვს და მე-7 ადგილი უკავია.

მე-2 წუთზე ტერ შტეგენის კარში მახვილი კუთხიდან გრანადას ნიგერიელმა ნახევარმცველმა რამონ აზეეზმა გაიტანა. 

არტურო ვიდალმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და VAR-მა პენალტი დანიშნა - 66-ე წუთზე ვადილიომ ანგარიში გაზარდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ 5 ტურში 7 ქულა ბარსელონასთვის უცუდესი სტარტია 1994/95 წლების სეზონის შემდეგ (მაშინაც 7 ქულა).

⚽ ბარსელონამ გრანადასთან ზედიზედ 6-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

გრანადა 2:0 ბარსელონა

გოლები: 1:0 აზეეზი (2), 2:0 ვადილიო (66-პენ)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ჟუნიორ ფირპო (46. ფატი) - სერხი რობერტო, ფრენკი დე იონგია, რაკიტიჩი (62. არ. ვიდალი) - კ. პერესი (46. მესი), ლუის სუარესი, გრიზმანი 

სხვა მატჩები

ვილიარეალი 2:0 ვალიადოლიდი
ლევანტე 0:0 ეიბარი
ატლეტიკო 0:0 სელტა

კომენტარები

ბოლო ამბები