Thumbnail
  • ბაიერნი 4:0 კიოლნი
  • ლევანდოვსკის მიღწევა, კოუტინიოს პირველი გოლი ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში მიუნხენის ბაიერნმა "ალიანც არენაზე" 4:0 გაანადგურა კიოლნი. ამით ნიკო კოვაჩის გუნდმა 11 ქულა დააგროვა.

59-ე წუთზე სტუმრებს მსაჯმა სტუმრებს ჰოლანდიელი მცველი კინგსლი ეჰიზიბუ გაუძევა, ანგარიში უკვე 2:0 იყო რობერტ ლევანდოვსკის დუბლის წყალობით და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. კოუტინიომ პენალტი გაიტანა და ბოლოს თავი ივან პერიშიჩმაც გამოიჩინა იმავე კოუტინიოს პასით. 

ფილიპე კოუტინიომ ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა

საინტერესო ფაქტები

⚽ რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნის პირველი ფეხბურთელია კარსტენ იანკერის (2000/01 წწ სეზონი) შემდეგ, ვინც ბუნდესლიგის პირველ ხუთ ტურში გაიტანა.

⚽ პოლონელს ბაიერნში უკვე 250 მატჩი აქვს ჩატარებული (ყველა შეჯიბრი) - 202 გოლი.

⚽ ბაიერნმა ბუნდესლიგაში კიოლნს ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9 მოუგო.

⚽ ფილიპე კოუტინიოს სადებიუტო გოლი.

ბაიერნი 4:0 კიოლნი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (3), 2:0 ლევანდოვსკი (48), 3:0 კოუტინიო (62-პენ), 4:0 პერიშიჩი (73)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზიულე, ბოატენგი (59. ხავი მარტინესი), ლუკა ერნანდესი - კიმიხი (71. კიზანსი), ტოლისო - გნაბრი, კოუტინიო, პერიშიჩი - ლევანდოვსკი (71. მიულერი)

სხვა მატჩები

ლევერკუზენი 2:0 უნიონი
ფრაიბურგი 1:1 აუგსბურგი
ჰერტა 2:1 პადერბორნი
ვერდერი 0:3 ლაიპციგი

კომენტარები

ბოლო ამბები