Thumbnail

პირველი ტიტული უზბეკეთში - არველაძემ ჩემპიონობა 6 ტურით ადრე გაინაღდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მეტალურგ ბეკაბადი 1:2 ფახთაქორი
  • შოთა არველაძის ფახთაქორმა უზბეკეთის ჩემპიონობა მოიპოვა

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში ტაშკენტის ფახთაქორმა მეტალურგ ბეკაბადი 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობა 6 ტურით ადრე გაინაღდა. შოთას გუნდმა 20 მატჩიდან 18 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 56 ქულით ჩემპიონობა იზეიმა. ფახთაქორმა მატჩი დოსტონბეკ ხამდანოვის დუბლით მოიგო.

შოთამ უზბეკეთში პირველი ტიტული მოიპოვა. 2018 წელს ფახთაქორმა ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო თასის ფინალში AGMK-სთან 1:3 დამარცხდა. შოთას მეორე ტიტულის მოგების შანსიც აქვს. მისი გუნდი თასის ნახევარფინალში ნასაფის წინააღმდეგ ითამაშებს, ამ წყვილში გამარჯვებული კი AGMK-სა და ბუდიონკორს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

🏆 მეტალურგთან გამარჯვების შემდეგ, სუპერ ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ოფიციალურად მოვიპოვეთ ჩემპიონის ტიტული! მადლობა...

Posted by Shota Arveladze on შაბათი, 21 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები