Thumbnail

ჩემპიონის პირველი კომენტარი - ბოლო წამამდე დანებებას არ ვაპირებდი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა
  • ქართველმა მოჭიდავემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე 2 მედალი მოიპოვა: ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო გენო პეტრიაშვილმა ჩემპიონობა იზეიმა.

გენომ ფინალში თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ქართველმა მოჭიდავემ მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

UWW: 40 წამით ადრე ფინალს აგებდით? რამე გეგმა გქონდათ ფინალური შეხვედრისთვის?

გენო პეტრიაშვილი: ეს ბრძოლაა, სადაც რაღაცების დაგეგმავ შეუძლებელია. ჩემი ერთადერთი გეგმა ის იყო, რომ ბოლო წამამდე მებრძოლა.

კომენტარები

ბოლო ამბები