Thumbnail

საოცარი ფინალი - პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა ბოლო წამებზე მოიპოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. გრძელდება ტურნირი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის.

ირაკლი მწითურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი გენო პეტრიაშვილმა მოუტანა, რომელიც ფინალში თურქ ტაჰა აკგულს შეხვდა და ოქროს მედალი მოიპოვა. შეხვედრა ფრედ დასრულდა, მაგრამ გენომ ბოლო ქულები აიღო და ამ უპირატესობის გამო, ჩემპიონობა მოიპოვა.

გენომ ფინალამდე კოსოვოელ შალას 13:2 სძლია, მეოთხედფინალში სირიელ ბაძა ხუტაბას 14:4 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში უკრაინელ მეტოქეს 6:2 აჯობა. ხვალ მედლებისთვის კიდევ 2 ქართველი იბრძოლებს.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!!! თურქი აკგული დამარცხებულია

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!!! სასწაული ემოცია და ფანტასტიკური გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში!!! გილოცავთ <3 <3 <3

Posted by Silk Sport on შაბათი, 21 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები