Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | პირველი მედალი საქართველოს - ირაკლი მწითურის ბრინჯაო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პირველი მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატიდან
  • ყაზახეთში მიმდინარე ტურნირში ირაკლი მწითურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. გრძელდება ტურნირი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის.

საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი 92 კილოგრამში მოასპარეზე ირაკლი მწითურმა მოუტანა.

ირაკლიმ ნახევარფინალი ამერიკელ ჯეიდენ კოქსთან 0:3 დათმო, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი ნურგალი ნურგაიპული 2:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ირაკლი მწითურმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

ირაკლი მწითურმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

Posted by Silk Sport on შაბათი, 21 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები