Thumbnail
  • ბრაზილიელს 15 წლიანი კარიერა ჰქონდა
  • ბოლოს იგი თურქეთის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა
  • ანდერსონი ფეხბურთში საქმიანობას განაგრძობს

ანდერსონმა 15-წლიანი საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი 8 წელი ბრაზილიელმა მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა.

ის ინგლისურ კლუბს პორტოდან, 20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. სერ ალექს ფერგიუსონი ხელმძღვანელობით, ანდერსონმა პირველსავე სეზონში შეძლო პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. იგი მოსკოვში 2008 წელს გამართულ ლიგის ფინალში დამატებითი დროს ბოლო წუთზე ჩაერთო თამაშში. 

მან მანჩესტერში გატარებული 8 წლის განმავლობაში შეძლო და მოიგო 4 პრემიერლიგა, 2 ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ინგლისურ კლუბში 153 შეხვედრა გამართა, სადაც 5-ჯერ თავი გატანილი გოლით დაგვამახსოვრა. იუნაიტედი მან 2014 წელს დატოვა.

იგი ჯერ იჯარით ფიორენტინას შეუერთდა, შემდეგ კი სათამაშოდ ბრაზილიურ ინტერნაციონალს მიაშურა.

ანდერსონი გახდა "Golden Boy"-ს გამარჯვებული. ამ პრიზს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადასცემენ. მანამდე პრიზის მოგება შეძლეს: ლიონელ მესიმ, სერხიო აგუერომ და სესკ ფაბრეგასმა.

ანდერსონმა საფეხბურთო კარიერა გრემიოში დაიწყო. სხვადასხვა დროს იგი თამაშობდა: პორტოში, მანჩესტერ იუნაიტედში, ინტერნაციონალში, ფიორენტინაში, კორიტიბაში. კარიერა ანდერსონმა თურქეთის მეორე დივიზიონის კლუბ ადანა დემირსპორში დაასრულა, თუმცა ბრაზილიელი თურქულ კლუბში რჩება, სადაც საგარეო ურთიერთობების ოფიცრის თანამდებობას დაიკავებს.

“ანდერსონმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა იგი კლუბში დარჩება და გააგრძელებს მუშაობას. ვფიქრობ, საგარეო საქმეებისთვის ეს კარგის მომტანი იქნება", - განაცხადა რადიოსპორთან საუბრისას კლუბ ადანას პრეზიდენტმა.

კომენტარები

ბოლო ამბები