Thumbnail
  • 27 წლის ფეხბურთელით მადრიდის რეალი ინტერესდება
  • ახალი კონტრაქტით, მანე კლუბში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება

მადრიდის რეალს სადიო მანეს მიმართ ინტერესი გასულ ზაფხულს ჰქონდა. სამეფო კლუბში მისი გადაბირება ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანს სურდა. მადრიდული კლუბი ლივერპულის 27 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ისევ გამოხატავს. 

ლივერპულს მანეს შენარჩუნება სურს და მას ახალ კონტრაქტს უმზადებს. დღევანდელი პირობების თანახმად, მას კვირაში 150 000 ფუნტს უხდიან და მერსისაიდულ კლუბში 2023 წლამდე უნდა დარჩეს.

ახალი შეთავაზების მიხედვით კი, ინგლისური კლუბი ფეხბურთელს 220 000 ფუნტს გადაუხდის. ამ შემთხვევაში სადიო ლივერპულის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელი გახდება. იგი მოჰამედ სალაჰს გადაასწრებს, რომელიც კვირაში ხელფასის სახით 200 000 ფუნტს იღებს.

ახალი კონტრაქტის თანახმად, მანეს ენფილდზე 2025 წლის ზაფხულამდე მოუწევს დარჩენა.

სადიო მანემ ახალი სეზონი კარგად დაიწყო. მან პრემიერლიგის 5 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო და გუნდთან ერთად ყველა მატჩი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები