Thumbnail

იმედის ფსონი | ბარსა და ლაიპციგი სტუმრად მოიგებენ, ატლეტიკო - შინ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 21 სექტემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,8 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი არმინიას სტუმრად ვეენთან მოგებას აქვს - 1,88.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ნიცა-დიჟონის მატჩში მასპინძლების მოგებას ვვარაუდობ. ნიცაში დიდი ინვესტიციები იდება და უნდათ, რომ დიდი გუნდი გააკეთონ. ალბათ დიჟონის მსგავს გუნდებს უნდა მოუგონ.

მეორე მატჩი კი ლაიპციგის სტუმრად ვერდერთან მოგებაა. ლაიპციგში ინვესტიციები დიდი ხნის წინ ჩაიდო და აგერ ლიგაზეც მშვენიერია და ჩემპიონატშიც და ალბათ უფრო დიდი მიზნებიც აქვთ. 

მგონია, რომ რუსეთის ქვედა ლიგაში ნიჟნი ნოვგოროდი ავანგარდს მოუგებს. არ არის ეს ცუდი გუნდი, შარშან კინაღამ გადმოვიდა, წელს ცოტა მძიმედ კი დაიწყო, მაგრამ შემდეგ გამოასწორა. ექვსი თამაშია არ წაუგია, შინ კი ბოლო პერიოდში საერთოდ არ მარცხდება. კურსკი არ არის ისეთი ძლიერი, გასვლაზე სუსტად ასპარეზობს.  

მეორე ბუნდესლიგაში არმინიას მოგებას ვეენთან ავიღებ. არმინია შარშან ბოლოსკენაც კარგად ათამაშდა და წელს ამბიციები ექნება. აქ ისეთი ამბავია, ქულების განიავებისთვის არ სცალია. ამ გუნდს წაგება არ აქვს - 3 მოგება, 3 ფრე, გასვლებზე კარგად თამაშობს და მგონია, რომ ვეენთან მოიგებს.

"იმედის ფსონის" სტუმარი ლევანი (levani rago) იყო, რომელმაც 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით 9,8.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 8,1 გახლავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები