Thumbnail
  • იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე C ჯგუფში პირველი შეხვედრა გაიმართა
  • ფრანგებმა I ტაიმში მოპოვებული უპირატესობა გაანიავეს, მაგრამ მაინც მოიგეს
  • არგენტინის ნაკრებმა ბოლო წუთზე ჯარიმა ვერ გაიტანა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე C ჯგუფში პირველი შეხვედრა გაიმართა. საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე არგენტინას 2 ქულით, 23:21 მოუგო და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ფრანგებმა პირველი ნახევარი 20:3 მოიგეს, თუმცა არგენტინამ მეორე ტაიმში ბოლომდე იბრძოლა, თამაში შემოატრიალა და ბოლოს ლოპესის მიერ გატანილი არეკნის გამო წააგო.

''პუმებს'' შეხვედრის ბოლო წუთზე ჯარიმის გატანის შანსი მიეცათ, თუმცა დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და საფრანგეთმა აქტივში 4 ქულა ჩაიწერა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მორაგბეებმა იჩხუბეს, თუმცა მსაჯმა მეტოქეები მალევე დააშოშმინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გაელ ფიკუ დაასახელეს.

ფრანგების მომდევნო მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე აშშ იქნება, ხოლო არგენტინა ტონგელების დამარცხებას შეეცდება. ლედესმას გუნდმა 2-ქულიანი სხვაობით დამარცხების გამო ბონუს ქულა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები