Thumbnail

რონალდო და უფასო ბურგერები - პაულა ლეკა ის 'კეთილი გოგონა' არ აღმოჩნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მაკდონალდსის კეთილი თანამშრომელი გოგონების ძებნა ისევ გრძელდება
  • ქალი, რომელიც კრიშტიანოს გამოეხმაურა, ერთ-ერთი მათგანი არ აღმოჩნდა

კრიშტიანო რონალდოს და უფასო ბურგერების ისტორია გრძელდება. ამასწინათ ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ინტერვიუში გაიხსენა დრო, როდესაც 12 წლისას, "მაკდონალდსის" თანამშრომლები უფასო ბურგერებით უმასპინძლდებოდნენ. 

მაშინ კრიშტიანო სპორტინგის აკადემიაში ვარჯიშობდა

რონალდომ კეთილი გოგონების მოძიებისა და მათი ვახშმად მიწვევის სურვილი გამოთქვა და შედეგად, გამოხმაურებაც მიიღო. ეს "მაკდონალდსის" თანამშრომელი პაულა ლეკა აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ 34 წლის პორტუგალიელი ფორვარდის მიერ დასახელებული სამი ქალიდან ერთ-ერთი, სწორედ ის იყო.

მეტი ამ თემაზე: რონალდომ იპოვა გოგო, რომელიც მას ბავშვობაში ჰამბურგერებს უფასოდ აჭმევდა

მაგრამ, როგორც ირკვევა, პაულა ლეკა სინამდვილეში არ არის ის ადამიანი, ვინც პორტუგალიელ ვარსკვლავს თავის დროზე უფასო ბურგერებით ამარაგებდა.

პაულა ლეკა ის ქალი არ აღმოჩნდა, ვინც პატარა რინალდოს ბურგერებს აჭმევდა

"ის არ არის იმ სამი ქალიდან ერთ-ერთი, რომლებზეც რონალდო საუბრობდა. ძებნა გრძელდება", - დაწერა თავის ტვიტერზე ჟურნალისტმა პირს მორგანმა, რომელსაც ეკუთვნის კრიშტიანოსთან ზემოთ ხსენებული ინტერვიუ. 

ოღონდ, მორგანი არ ამხელს იმ დეტალებს, თუ როგორ გამოიჭირა ქალი სიცრუეში.

კომენტარები

ბოლო ამბები