Thumbnail

ფეხი გადადგა - ტოჩინოშინმა მოულოდნელად წააგო და ოძეკის ტიტული დაკარგა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს დარბაზ "რიოკოგუ კოკუგიკანში" წლის ბოლოსწინა სუპერტურნირის, აკი ბაშოს ბოლოსწინა დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-6 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა - ორთაბრძოლისას ტოჩინოშინმა მოულოდნელად გადადგა ფეხი დოჰიოს რკალიდან და მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა, მას იორიკირით მარცხი ჩაეთვალა.

ტოჩინოშინმა წლეულს მეორედ დაკარგა ოძეკის ტიტული. პირველად ეს მარტის ბაშოზე მოხდა, თუმცა მან მაისში 10 გამარჯვებით ტიტული დაიბრუნა. აკი ბაშო 11-11 მოგებით ტაკაკეიშო, მიტაკეუმი და ოკინოუმი ლიდერობენ.

ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) კოტოტებაკარის შეხვდა და მძლავრი ოშიდაშით გაიმარჯვა. ქართველ სუმოისტს 6-8 ბალანსი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები