Thumbnail

PEVIEW | დასრულდება ლონდონში ლივერპულის მოგებათა სერია?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 22 სექტემბერი | ⌚ 19:30 | ⚽ ჩელსი V ლივერპული
  • ლამპარდი ძველ მეტოქესთან ქულის აღებას შეეცდება...

პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩში ფრენკ ლამპარდის ჩელსი, სტემფორდ ბრიჯზე ლივეპრულს უმასპინძლებს და წითლების მოგებათა სერიის დასრულებას შეეცდება.

იურგენ კლოპის გუნდს, წელს 5-დან 5 მოგება აქვს და პრემიერლიგის მოგების მთავარი კანდიდატია. თუმცა მერსისაიდელები ტურს ლიგაზე ნაპოლისთან მარცხით ხვდებიან.

იურგენ კლოპი: "ლამპარდის ჩელსი ჩემ დორტმუნდს მაგონებს, ყველა ამბობს, რომ ახალგაზრდები არიან... იმას კი არ იძახიან, რომ როგორი კარგი გუნდია - პულიშიჩი, აბრაჰამი, მაუნთი სამივე 60 და მეტი მილიონი ღირს, გარშემო კი კანტეს და ჟორჟინიოს ნაირი გამოცდილი ხალხი ჰყავთ. მე თუ მკითხავთ, სატრანსფერო ბანი ვისაც ყველაზე ნაკლებად შეაწუხებდა დღეს ფეხბურთში, ეს გუნდი ალბათ ჩელსია."

ნეაპოლში კლოპმა უშანსოდ წააგო და მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ნაპოლის ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს. თუმცა ჩელსის დაცვა და ნაპოლის დაცვის ხაზე ერთმანეთისგან განსხვავებდა...

ლონდონელებმა წელს დავიდ ლუისი გაუშვეს და შემცვლელი ვერ მოიყვანეს, გუნდს დაცვის ცენტრალურ ზოანში უჭირს, შედეგად ჩელსიზე (11) მეტი ბურთი წელს მხოლოდ ნორვიჩს (12) აქვს გაშვებული.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლივერპულის შარშანდელი წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი - ალისონ ბეკერი მოედანს დაუბრუნდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა თამაშით მომდევნო კვირები გუნდს კდიევ ერ დაეხმარება. ასევე საწვრთნელი პროცესი განაახლა ნაბი კეიტამ.

კომენტარები

ბოლო ამბები