Thumbnail

მატჩი ბართლომესთან ერთად - იუნკერების ღირსეული ჟესტი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუნკერები 12:13 აია
  • იუნკერებმა მეორე ბონუს ქულა აიღო
  • გუნდმა ბართლომე კალაძე განაცხადში დატოვა და ამით მიაგო მის ხსოვნას პატივი 

დიდი 10-ის მეორე ტურში იუნკერებმა აიას უმასპინძლეს და ერთი ქულით წააგეს. ''ხვამლი არენაზე'' გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და ქუთაისელებმა 13:12 მოიგეს. სტუმრები გიორგი ბაბუნაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა გიორგი მჭედლიშვილმა ლელო გაიტანა, რომელიც რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა და მასპინძლები 4 ქულით წინ გავიდნენ - 7:3.

მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე, გიორგი კურტანიძემ იუნკერების მეორე ლელო გაიტანა და ანგარიში 12:3 გახდა, თუმცა ქუთაისელებმა მატჩი მაინც მოიგეს. გიორგი ბაბუნაშვილმა ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა, რითიც აიას სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა.

იუნკერების ჟესტი ცალკე აღნიშვნის ღირსია, ამ თამაშში მათ მორაგბეს ბართლომე კალაძეს დებიუტი უნდა ჰქონოდა - კალაძე რამდენიმე დღით ადრე ავარიაში გარდაიცვალა. კლუბმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და 22-ნომრიანი მაისური სწორედ ბართლომე კალაძის სახელზე დატოვა, რითიც გარდაცვლილი მორაგბის ხსოვნას პატივი მიაგო.

კომენტარები

ბოლო ამბები