Thumbnail
  • ნახევარმცველი ‘ქალაქელებს’ 2010 წელს დაემატა
  • დევიდ ბექჰემის გუნდი MLS-ს ახალი სეზონიდან შეუერთდება

დავიდ სილვა ახლოსაა ინტერ მაიამიში გადასვლასთან. კლუბი ახალი დაარსებულია და მისი მფლობელი დევიდ ბექჰემია. ინგლისელის გუნდი MLS-ს ახალი სეზონიდან შეუერთდება, რომელიც მარტში იწყება.

ინტერ მაიამის შექმნიდან მალევე, კლუბთან ბევრი სუპერვარსკვლავი დააკავშირეს, მათ შორის იყვნენ: ლიონელ მესი, ედისონ კავანი და ლუის სუარესი. Independent-ი კი იუწყება, რომ კლუბის პირველი შენაძენი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი დავიდ სილვა იქნება.

ესპანელი ინგლისურ კლუბში ვალენსიადან 2010 წელს 26 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. 33 წლის ნახევარმცველმა "ქალაქელებთან" ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებისას თქვა, რომ დიდი ალბათობით, მისთვის ეს უკანასკნელი წელიწადი იქნებოდა "ეტიჰადზე".

დევიდ ბექემი ცდილობს, ზაფხულში კლუბში ესპანელი სუპერვარსკვლავი მიიყვანოს, რათა გუნდისადმი ინტერესი სამხრეთ ფლორიდაში მცხოვრებ ესპანურ თემში მაქსიმალურად გაზარდოს. 

აშშ-ს ჩემპიონატის ახალი სეზონი მარტში იწყება. სილვას კი სურს სეზონის ბოლომდე სიტიში დარჩეს. ამის გამო ესპანელს საწყისი, რამდენიმე თვე გაუცდება.

ინტერ მაიამიში ამჟამად სამი ფეხბურთელი ირიცხება: მატიას პელეგრინი, იულიან კარანზა და კრისტიან მაკოუნი. დავიდი ამერიკის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იქნება.

ვეტერანი ნახევარმცველი მანჩესტერ სიტის ლეგენდადაა აღიარებული. მან კლუბთან ერთად 12 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის 4 პრემიერლიგის. მას 395 მატჩში 70 გატანილი გოლი აქვს. ერთადერთი ტურნირი, რომლის მოგებაც ვერ შეძლო, ჩემპიონთა ლიგაა, თუმცა მას ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის მოგება ამ სეზონში შეუძლია.

დავიდ სილვა გამორჩეული მოთამაშე იყო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც. მან ეროვნული გუნდის მაისურა 125-ჯერ მოირგო. სილვამ "ფურია როხასთან" ერთად მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონატები მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები