Thumbnail
  • 📅 21 სექტემბერი | ⌚ 08:45 | 🏉 ავსტრალია V ფიჯი | პირველი არხი
  • ვოლაბების სასტარტო შემადგენლობის ჯამური კეპების რაოდენობა 600-ს უტოლდება
  • ფიჯელთა ღირსებას 3 ოლიმპიური ჩემპიონი დაიცავს

მსოფლიო თასის D ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ირიცხება, სასტარტო შეხვედრა ხვალ, 21 სექტემბერს ჩატარდება. თბილისის დროით 08:45 საათიდან “საპორო დოუმზე” ერთმანეთს ავსტრალია და ფიჯი შეერკინებიან და იოლი გამოსაცნობია, რომ უდავო ფავორიტებად “ვოლაბები” მოიაზრებიან.

საინტერესოა, რომ ავსტრალიელების მთავარმა მწვრთნელმა მაიქლ ჩეკამ, ფაქტობრივად ის შემადგენლობა დაასახელა, რომელმაც აგვისტოში, პერთში, ზელანდიელებს მწარე მარცხი (47:26) აგემა.

One final hit out 👊! #GoldBlooded #AUSvFIJ #RWC2019 #TeamRugby

Posted by Wallabies on პარასკევი, 20 სექტემბერი, 2019

ცვლილება მხოლოდ ერთია. მე-2 ხაზში ლუხან სალაკაია-ლოტოს მაგივრად თამაშს გამოცდილი დევიდ პოქოქი დაიწყებს. მის მხარდამხარ გაირჯება რორი არნოლდი, რომელმაც ხელის ტრავმა მოიშუშა, ნაკრების ღერძი კი ისევ ნიქ ვაითმა და ქრისჩენ ლეა’ლია’ფანომ დააკომპლექტეს, რომელთაც სამოასთან ტესტ-მატჩში დასვენების საშუალება მიეცათ.

ცნობისთვის, ავსტრალიელთა სასტარტო შემადგენლობის ჯამური კეპების რაოდენობა 600-ს უტოლდება, თადარიგის კი – 453-ს და ეს, მიუხედავა იმისა, რომ ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩა გამოცდილი ბერნარდ ფოლი (70 მატჩი).

BREAKING | Your #Wallabies team to face Fiji Rugby in our first match of the #RWC2019! Watch live on Foxtel, Kayo...

Posted by Wallabies on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019

“ვოლაბებმა” 2015 წლის მსოფლიო თასის სასტარტო მატჩიც ფიჯისთან ჩაატარეს და კარდიფის “მილენიუმზე” 28:13 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ კუნძულელთა სასტარტო შემადგენლობაში იმ მატჩის მონაწილე ერთბაშად ექვსი მორაგბეა. ამასთან, ფიჯელებს 2 ისეთი მოთამაშე ჰყავთ, რომლებიც ავსტრალიაში, კერძოდ კი, სიდნეიში არიან დაბადებულნი. ესენი ბენ ვოლავოლა და ქემფიზი მა’აფუ გახლავან, რომელსაც სახელი ლეგენდარული ავსტრალიელი დევიდ ქემფიზის საპატივცემულოდ დაარქვეს.

მა’აფუ, რომლის უფროს ძმა სალესის 2011 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია, ჯონ მაკ’ქის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში ოთხი მორაგბიდან ერთ-ერთია, ვინც მე-3 ტურნირზე გაირჯება. სხვები ლეონე ნაკარავა, კაპიტანი ნდომი ვანქანი’მბოროტუ და კინი მური’მური’ვალუ არიან.

თუკი სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩაერთვება, აღნიშნულ ოთხეულს ვერენიკი ნგონევაც შეუერთდება, რომელიც 35 წლის და 167 დღის გახლავთ და ფიჯელთა უხუცესი მოთამაშეა.

ვთქვათ ისიც, რომ ხსენებულ ნაკარავას, ვილიამე მატას და ჯოსუა ტუისოვას 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები აქვთ მოპოვებული. კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი სემი კუნატანი ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა.

ავსტრალია – ფიჯი

ავსტრალია: 1. სქოთ სიო, 2. ტოლუ ლატუ, 3. ალან ალა’ალა’ტოა, 4. აიზექ როდა, 5. რორი არნოლდი, 6. დევიდ პოქოქი, 7. მაიქლ ჰუპერი (კაპ.), 8. ისი ნაისარანი, 9. ნიქ ვაითი, 10. ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო, 11 მარიკა კოროი’მბეტე, 12. სამუ კერევი, 13. ჯეიმზ ო’ოქონორი, 14. რის ჰოჯი, 15. ქერთლი ბილი.
სათადარიგოები: 16. ჯორდან უელესი, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. სეკოპე კეპუ, 19. ადამ ქოულმენი, 20. ლუკან სალაკაია-ლოტო, 21. ვილ გენია, 22. მეთ ტომუა, 23. დეინ ჰეილეთ-პეთი.

ფიჯი: 1. ქემპიზი მაჰაფუ, 2 სემ მატავესი, 3. პენი რავაი, 4. ტევიტა თავუ’მბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. ნდომი ვანქანი’მბოროტუ (კაპ.), 7 პეთელი იატო, 8. ვილიამე მატა, 9. ფრენკ ლომანი, 10. ბენ ვოლა’ვოლა, 11. სემი რანდ’რანდ’რა, 12. ლევანი მბოტია, 13 ვაისეა ნაია’თალევუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 15. კინი მური’მური’ვალუ.
სათადარიგოები: 16. ტუვერე ვუნგა’კოტო, 17. ერონი მავი, 18. მანასა საულო, 19. ტევიტა რატუვა, 20. მოსესე ვოკა, 21. ნიკო მატა’ვალუ, 22 ალივერეტი ვეიტოკანი, 23. ვერენიკი ნგონევა.

კომენტარები

ბოლო ამბები