Thumbnail
  • ოდეგაარდი რეალ სოსიედადის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
  • ნორვეგიელი მადრიდის რეალმა 2015 წელს დაიმატა

მარტინ ოდეგაარდი რეალ სოსიედადმა მადრიდის რეალიდან იჯარის წესით დაიმატა. ნორვეგიელს სეზონის კარგი დასაწყისი აქვს, მან ლა ლიგის 4 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

ნახევარმცველი კარგი იყო გასულ კვირას, მადრიდის ატლეტიკოსთან გამართული შეხვედრის დროსაც, სადაც მისმა გუნდმა დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი მადრიდელები 2:0 დაამარცხა.

აშკარაა, რომ მარტინი პროგრესირებს და თუ იგი განაგრძობს მაღალი დონის თამაშის ჩვენებას, არ არის გამორიცხული, სამეფო კლუბმა დაიბრუნოს იგი და მისცეს შანსი, იბრძოლოს ძირითადი თერთმეტეულისთვის.

20 წლის ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასდა. ის რეალ სოსიედადის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ოღონდ, ნორვერგიელს პრიზად არა რაიმე თასი ან სიგელი, არამედ თევზი გადასცეს. რაც უნდა უცნაური იყოს, ოდეგაარდმა თავისი პრიზი მარკეტ დონოსტიაში ჩაიბარა.

ახალგაზრდა მოთამაშე მადრიდის რეალმა 2015 წელს დაიმატა. ნორვეგიელი მაშინ 16 წლის იყო. მას დებიუტი 2014-2015 წლების ბოლო შეხვედრაში, ხეტაფეს წინააღმდეგ ჰქონდა. მარტინმა 58-ე წუთზე კრიშტიანო რონალდო შეცვალა. სამეფო კლუბმა ის თამაში 7:3 მოიგო.

ესპანეთში მისი კარიერა კარგად ვერ აეწყო და იჯარის წესით მან ჯერ ჰეერვეენში, შემდეგ კი ვიტესში ითამაშა, საბოლოოდ კი რეალ სოსიედადში აღმოჩნდა, სადაც უკეთ ათამაშდა. მარტინი იმედოვნებს, რომ სეზონის განმავლობაში კიდევ ბევრ თევზს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები