Thumbnail

‘მენტალური პრობლემა არ მაქვს, კრიზისიდან გამოვალ!’ - ფეტელი ბოლომდე იბრძოლებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სებასტიან ფეტელი სინგაპურის გრანპრის იმედით ელოდება
  • გერმანელი დანებებას არ აპირებს

სებასტიან ფეტელს მიმდინარე სეზონში პრობლემები აქვს, მაგრამ არ ნებდება. ფერარის 32 წლის გერმანელი პილოტი იმედოვებს, რომ სინგაპურის გრანპრი (კვირას) მისთვის გარდამტეხი იქნება - მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრეკზე ფერარი ფავორიტად არ არის მიჩნეული.

“ასეთი ფაზები ცხოვრებისა და კარიერის განუყოფელი ნაწილია. კრიზისები ადრეც მქონია, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი მათ დაძლევას. მჯერა, ამას ახლაც შევძლებ. მართალია, ეს ნამდვილად არ არის საუკეთესო ფაზა ჩემს კარიერაში, მაგრამ არც ყველაზე ცუდია,” - განაცხადა სებამ.

გერმანელმა იცის, რომ სინგაპურის ღამის რბოლა ფერარისთვის ადვილი არ იქნება: “რამდენიმე ახალი დეტალი გვაქვს და იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც დავგეგმეთ. სტატისტიკურად და ქაღალდზე ეს ჩვენი ტრასა არ არის, მაგრამ ქაღალდზე ხომ არ დავდივართ?”

სეზონის დასრულებამდე 7 რბოლაა დარჩენილი და ლუის ჰემილტონი (მერსედესი) 284 ქულით ლიდერობს. ფეტელი 221 ქულით მეორე ადგილზეა.

გერმანელმა კრიტიკოსებსაც უპასუხა: “მენტალური პრობლემა არ მაქვს. შესაძლოა, ბოლიდს ასი პროცენტით არ ვენდობი, მაგრამ მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, კრიზისს დავძლევ.”

შესაძლოა, სებამ ეს უკვე კვირას, სინგაპურში შეძლოს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები