Thumbnail
  • lamontagne.fr-მა გიორგი ცუცქირიძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
  • ქართველი მორაგბე მსოფლიო თასს ტრავმის გამო ტოვებს
  • გიორგიმ ტრავმა საუზერნ კინგსის წინააღმდეგ თამაშისას მიიღო

გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასამდე ბრწყინვალე ფორმაში იყო და ნაკრების ხელმძღვანელობასაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ ქართველი მორაგბე იაპონიაში კარგ შეხვედრებს ჩაატარებდა, მაგრამ საუზერნ კინგსთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მსოფლიო თასის გამოტოვება უწევს. მის ნაცვლად ნაკრებში მამუკა გორგოძე გამოიძახეს. 

lamontagne.fr-მა ქართველ მორაგბესთან ინტერვიუ ჩაწერა და საკმაოდ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.

მოტეხილობა და მკურნალობა

''კლუბში ხანგრძლივი სეზონი მქონდა. ბევრს ვთამაშობდი და ნაკრებთან ერთად სამთვიანი შეკრებაც გავიარე. ამ ყველაფერს ორი წლის თავზე მივაღწიე, მაგრამ საუზერნ კინგსთან თამაშის მე-5 წუთზე ფეხი მოვიტეხე".

მორაგბისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო. მკურნალობა დროულად დაიწყო, რისთვისაც მადლობა ექიმ გია ჭუმბურიძეს ეკუთვნის. მან დიაგნოზი ძალიან სწრაფად და სწორად დასვა.

ცუცქირიძემ ტრავმა დაახლოებით 19:00 საათზე მიიღო, 23:00 საათისთვის კი უკვე საოპერაციო მაგიდაზე იწვა. იყო დაპირება, რომ ის 3-4 კვირაში თამაშს ისევ შეძლებდა.

''რა უნდა მეთქვა საკუთარი თავისთვის? კარგი, არაუშავს, 31-ში ვერ ვითამაშებ, მაგრამ რაც შეიძლება, მალე დავბრუნდები კლუბისა და ნაკრებისთვის. იმედი მქონდა, რადგან ექიმმაც მითხრა, რომ სამ კვირაში თამაშს შევძლებდი. ოპერაციის მეორე დღეს პალატაში შემოვიდა და მკითხა: ''აქ რას აკეთებ, რატომ წევხარ ლოგინში? წამოდექი, გავისეირნოთ". ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ გავიარე.

გიორგის გია ჭუმბურიძე და ორიაკის
ექიმები დაეხმარნენ

ასეთ ვითარებაში დეპრესიაში ვარდები ან სწრაფად რეაგირებ პრობლემაზე. მამაჩემმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს სწრაფ დაბრუნებაში. მან მითხრა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი".

გიორგი ორიაკის სამედიცინო შტაბს დაუკავშირდა. ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა მას პირველი კვირის სარეაბილიტაციო პროგრამა გამოუგზავნა და საფრანგეთში ჩასვლის შემთხვევაში, სწრაფ დახმარებასაც დაპირდა. ოპერაციიდან ორი კვირა და 4 დღე გავიდა, ცუცქირიძემ კი სირბილი განაახლა.

''რა თქმა უნდა, ექიმებს ვუსმენ, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები, როგორც კი შესაძლებელი იქნება. თუ თამაში შეგიძლია და ექიმებიც მწვანე შუქს გინთებენ, ეს უკვე კარგია".

ოცნება - საქართველოსთან ერთად მსოფლიოზე თამაში

ნაკრების ხელმძღვანელობას ცუცქირიძის გამოძახება ნებისმიერ დროს შეუძლია.

"ფიჯისთან მესამე თამაშს ვმართავთ და თუ საჭირო ვიქნები, შეუძლიათ, რომ გამომიძახონ. ვიზა მზად მაქვს. კვლავ მაქვს იმედი, რომ მსოფლიოზე ვითამაშებ. ყოველი ვარჯიშისას გონებაში იაპონია მიტრიალებს".

თუ გიორგი ამ მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს, მას კიდევ ექნება შანსი, რადგანაც მომდევნო ტურნირი საფრანგეთშია. ცუცქირიძეს დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს 2023 წელს საუკეთესო თაობა ეყოლება და ნაკრებიც ისეთ მიზანს მიაღწევს, რომელიც ყველას გაახარებს. ქართველ მორაგბეს მიაჩნია, რომ მომავალ ოთხ წელში ქართული რაგბი კიდევ უფრო მეტად განვითარდება.

რა მიზანი აქვს საქართველოს იაპონიაში?

''უპირველეს ყოვლისა, რეალური მიზანი დავისახეთ. ორი მოგება გვსურს და ფიჯისა და ურუგვაისთან სათამაშოდ მაქსიმალურად ვემზადებით. ასევე გვსურს უელსს დიდი ბრძოლა გავუმართოთ. შოტლანდიასთან ორი თამაში წავაგეთ, მაგრამ ეს ხომ მოსამზადებელი შეხვედრები იყო.

გაიხსენეთ ნოემბრის ტესტები. უელსთან მხოლოდ 6:13 დავმარცხდით და რატომ არ შეიძლება, რომ მეტოქეს მსოფლიო თასზე სიურპრიზი შევთავაზოთ?"

ფაქტები, რის გამოც საქართველოსი უნდა გვჯეროდეს

"გაიხსენეთ ტონგას მოგება საფრანგეთთან, იაპონელების გამარჯვება სამხრეთ აფრიკასთან და ჩვენი მარცხი 2007 წელს, ირლანდიასთან (10:14). ხომ შეიძლება კიდევ ერთი სენსაცია გამოვაცხოთ?"

რუსეთი - საქართველო 3:15 გიორგი ცუცქირიძის ლელო

გიორგი ცუცქირიძის ლელო

Posted by Georgian Rugby on კვირა, 17 მარტი, 2019

სეზონი ორიაკში 

შესაძლოა, იაპონია აუხდენელი ოცნებაა, კლუბს კი გიორგი ცუცქირიძე მალე დაუბრუნდება და მის დახმარებასაც შეძლებს. ორიაკს ექვსეულში მოხვედრა წელსვე სურს.

გიორგი ცუცქირიძის ლელო პროვანსთან

გიორგი ცუცქირიძის ლელო პროვანსთან

Posted by რაგბი 15/Rugby XV on პარასკევი, 22 მარტი, 2019

''სეზონი კარგად დავიწყეთ. მჯერა, რომ კლუბი სეზონს ცხრილის პირველ ნაწილში გაატარებს. ბევრ მოთამაშეს კონტრაქტი უმთავრდება. თუ ექვსეულში შესვლის შანსი არის, ეს წელს უნდა მოვახერხოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები