Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | მიშველიძეს მცირე ბრინჯაომდე ცოტა დააკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ (61 კგ.) ტაილანდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 287 კგ. მოაგროვა და მე-7 ადგილზე გავიდა.

ქართველ ძალოსანს მცირე მედლის აღების შანსი პირველ მოძრაობაში ჰქონდა, თუმცა,  მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა. შოთამ ატაცში 130 კგ. დასძლია, 135 კგ-ს კი მხოლოდ მე-2 მისვლაზე გაუმკლავდა და მე-4 შედეგი აჩვენა. მიშველიძე ბრინჯაოს პრიზიორ იოიჩი იტოკაძუს მხოლოდ იმიტომ ჩამორჩა, რომ იაპონელმა 135 კგ. მასზე ადრე დააფიქსირა.

ატაცი

130 კილოგრამი ✅
135 კილოგრამი ❌
135 კილოგრამი ✅

შოთა მე-2 მოძრაობის ფავორიტთა შორის არ ყოფილა და სამწუხაროდ, ეს, შედეგებითაც დადასტურდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში მხოლოდ პირველი ცდა (152 კგ.) დააფიქსირა, 160 და 163-კილოგრამიან შტანგას კი ვერ გაუმკლავდა და მე-16 შედეგი აღმოაჩნდა.

აკვრა

152 კილოგრამი ✅
160 კილოგრამი ❌
163 კილოგრამი ❌

ხვალ, ტაილანდურ ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძეს ვიხილავთ, რომელიც ძალებს 67 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფში მოსინჯავს. ქართველი ძალოსანი ბრძოლაში თბილისის დროით 09:00 საათზე ჩაებმება.

კომენტარები

ბოლო ამბები