Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკოს შემდეგ, ამერიკაში დიდი დისკუსიებია
  • სტეფ კარიმ განაცხადა, რომ 2020 წლის ოლიმპიადაზე თამაში სურს

გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავმა სტეფ კარიმ დაადასტურა, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას გეგმავს. “დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთია ჩემი გეგმა!” - უთხრა 31 წლის კარიმ ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს სამგზის ჩემპიონმა კარიმ აშშ-ის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატები 2010 და 2014 წლებში მოიგო, წელს კი, ჩინეთში გამართულ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა.

“მსოფლიოს ორი ჩემპიონატი მოვიგე, ახლა კი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მსურს. იმედი მაქვს, რომ გაისად ამ გამოცდილებას მივიღებ,” - დასძინა უორიორსის გამთამაშებელმა.

კარის, ლებრონ ჯეიმსის, ჯეიმს ჰარდენის და სხვა ვარსკვლავების გარეშე, გრეგ პოპოვიჩის მიერ გაწვრთნილმა აშშ-ის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა, რაც ამერიკული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები