Thumbnail
  • ახალგაზრდა მოთამაშით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება
  • ჯეიდონს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს

ჯეიდონ სანჩომ დორტმუნდის ბორუსიაში ორი წარმატებული სეზონი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 62 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა. ინგლისელი კარგი იყო სამშაბათს ‘სიგნალ იდუნა პარკზე’ ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც, სადაც მან გუნდს თერთმეტმეტრიანი მოუპოვა.

19 წლის ტალანტის კარგი თამაში არ გამოეპარათ ევროპული ფეხბურთის გრანდებს. ახალგაზრდა ნახევარმცველით ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება. მანკუნიანელებს ინგლისელის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდათ. 

“არ შემიძლია მომავალზე საუბარი, უბრალოდ მსურს, 100 პროცენტით დავიხარჯო დორტმუნდის ბორუსიასთვის. მინდა, მოვიგო ტიტულები და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ,” - განაცხადა სანჩომ Viasport-თან საუბრისას.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარგი თამაშით თავი ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც დაგვამახსოვრა. მან კოსოვოს ნაკრებს პირველივე ტაიმში დუბლი შეუსრულა. ჯეიდონ სანჩო გერმანულმა კლუბმა მანჩესტერ სიტიდან 2017 წელს 7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა. გასულ წელს მან დორტმუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იგი კლუბში 2022 წლამდე უნდა დარჩეს.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები