Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ბერდელიძემ ლიდერობა ვერ შეინარჩუნა

  • ტაილანდურ ფიცარნაგზე პირველი ქართველი ძალოსანი ვიხილეთ
  • დღესვე, კვარცხლბეკზე ასასვლელად შოთა მიშველიძე იბრძოლებს

ტაილანდის ქალაქ პატაიაში დაწყებულ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში პირველი ქართველი ძალოსანი ჩაება. გოდერძი ბერდელიძემ ძალები 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფში მოსინჯა და ორჭიდის ჯამში 277 კგ-ით მე-6 შედეგი დააფიქსირა.

გოდერძიმ ატაცში 126 კგ. დასძლია და პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა, აკვრაში კი, მართალია, სამივე მისვლა გამოიყენა, 151 კილოგრამით სამეულისთვის ბრძოლა ვერ შესძლო.

გოდერძი ბერდელიძე

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში „ბე“ ჯგუფის გამოსვლა დასრულდა. გოდერძი ბერდელიძემ ატაცში 126 კილოგრამის დაძლევით ლიდერობა მოიპოვა. ძალოსანმა აკვრაში 151 დაძლია, ხოლო ორჭიდის ჯამში თავი 277 კილოგრამს მოუყარა.

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019

დღესვე, აღნიშნულ წონაში A ჯგუფის ძალოსნები ჩაებმებიან და მედალისტთა ვინაობასაც შევიტყობთ.

ფავორიტთა შორის იმყოფება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი შოთა მიშველიძე, სულ კი, ფიცარნაგზე 11 სპორტსმენს ვიხილავთ.

შეჯიბრი სტარტს თბილისის დროით 17:25 საათზე აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები