Thumbnail
  • პსჟ-მ რეალი 3:0 დაამარცხა და ორი გოლი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა
  • არგენტინელს ბარსელონასთვისაც აქვს დუბლი შესრულებული

პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში რეალს 3:0 მოუგო და ჯგუფის ლიდერია. არგენტინელმა ანხელ დი მარიამ ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და პარიზელთა მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. დი მარია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რეალისა და ბარსელონას კარში 2-2 გოლის გატანა შეძლო. 31 წლის არგენტინელმა ესპანური გუნდები ორივეჯერ პარი სენ ჟერმენის რიგებში თამაშისას დაამწუხრა.

მანამდე ეს ბრაზილიელმა მარიო ჟარდელმა გააკეთა!

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 1999-2000 წლების სეზონში, პორტუში თამაშის დროს, მადრიდის რეალთან 2 გოლი გაიტანა და პორტუგალიელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო იმავე წელს ბარსელონასთან წაგებულ შეხვედრაში (4:2) ჟარდელმა ასევე დუბლი შეასრულა.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ანდრეი შევჩენკოც, რომელმაც კიევის დინამოს მაისურით მადრიდის რეალთან დუბლი შეასრულა, ხოლო ბარსელონასთან ჰეთთრიკის შესრულება შეძლო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები