Thumbnail

ნაგოიას მერმა ელვის პრესლის სიმღერა ბორჯღალოსნებზე გადააკეთა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 'ბორჯღალოსნებს' იაპონელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
  • ნაგოიას მერმა ქართველს მორაგბეებს უმღერა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 23 სექტემბერს მსოფლიო თასზე გამოსვლას დაიწყებს და პირველ მატჩში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. ''ბორჯღალოსნები'' ერთი კვირაა, რაც იაპონიაში არიან და ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის ემზადებიან.

18 სექტემბერს, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში, “ბორჯღალოსნების” ოფიციალური დახვედრის და მსოფლიო თასის კეპების გადაცემის ცერემონია შედგა. ქართველ მორაგბეებს ნაგოიას 21-ე მერმა ტაკაში კავამურამ მიმართა. მიმართვის დროს მან ელვის პრესლის ცნობილი სიმღერა Can't Help Falling In Love გაიხსენა და ''ბორჯღალოსნებს'' უმღერა. ტექსტის შინაარსი ასეთია: "ბრძენი ხალხი ამბობს, რომ მხოლოდ სულელები ჩქარობენ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ და სულ უფრო მიყვარდება საქართველოს ნაკრები'' - სწორედ ასე იმღერა ტაკაში კავამურამ.

"I can't help falling in love...with the team of Georgia!". The Mayor of Nagoya with one of the great welcome speeches ever 🤣🤣🤣 #RWC2019

Posted by Rugby World Cup on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019

 

კომენტარები

ბოლო ამბები