Thumbnail
  • თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგაში ბაიერნის ახალი რეკორდსმენია
  • მან რეკორდმაისტერის ორი ლეგენდა ჩამოიტოვა

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა ცრვენა ზვეზდასთან მოსალოდნელი გამარჯვებით (3:0) დაიწყო. რეკორდმაისტერს თავიდან გატანა საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სოლიდური გამარჯვება დააფიქსირა და მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელები კმაყოფილები იყვნენ.

ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი

“მეორე გოლი მალევე უნდა გაგვეტანა. ბელგრადელები ფიზიკურად კარგ ფორმაში არიან და ბევრი არაფერი გაგვაბედინეს. თუმცა საბოლოოდ მაინც 3:0 მოვიგეთ და უკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს,” - განაცხადა მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.

“სამი ბურთი გავიტანეთ და ორჯერ ძელს მოვარტყით. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, თუმცა მინიმუმ ერთით მეტ გოლს მაინც ვისურვებდი,” - ეს ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის სიტყვებია. მან პირველ რიგში ფილიპე კოუტინიო შეაქო: “ვფიქრობ, მან მართლაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. როცა ბურთი აქვს, თავისი მოძრაობებითა და კრეატიულობით თამაში სულ სხვა დონეზე აჰყავს.”

47 წლის კოვაჩმა საუკეთესო ეპითეტები მიუძღვნა თომას მიულერსაც, რომელიც მოედანზე 83-ე წუთზე შეიყვანა და ამ მანაც საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა. “ძალიან მიხარია თომასის გამო - ის ხომ ჩვენი რეკორდსმენი გახდა. მიულერი ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ბოლო მატჩებში კი სამი საგოლე პასი გააკეთა და ერთი თვითონაც გაიტანა.”

რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნისთვის უკვე 200 გოლი აქვს გატანილი

მიულერს ჩემპიონთა ლიგაში უკვე 106 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილიპ ლამის რეკორდი (105) დაამხო და ბაიერნის ლეგენდა ოლივერ კანსაც გადაასწრო. “რაკი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ჯერ არ ვაპირებ, მინდა, რომ ამ რეკორდს კიდევ რამდენიმე მატჩი მივამატო,” - თქვა მიულერმა.

მნიშვნელოვანი დღე იყო რობერტ ლევანდოვსკისთვისაც, რომელმაც მე-80 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. პოლონელისთვის ეს ბაიერნის მაისურით, ოფიციალურ მატჩებში, მე-200 გოლია!

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები