Thumbnail
  • ნინო ხურციძის მემორიალს დრამატული ფინიში ჰქონდა
  • ტურნირში უკრაინელმა და აზერბაიჯანელმა მოჭადრაკეებმაც ითამაშეს

ვანის საჭადრაკო კლუბში ჩატარებული ნინოს ხურციძის მემორიალი საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძის გამარჯვებით დასრულდა.

ნანამ ბოლო ტურში მანამდე პირველ ადგილზე მყოფი ნინო ბაციაშვილი დაამარცხა და და უკეთესი მაჩვენებლების წყალობით, საპატიო თასი დაისაკუთრა.

საბოლოო მდგომარეობა:
I ადგილი - ნანა ძაგნიძე (2469) - 6,5 ქულა
II ადგილი - ნინო ბაციაშვილი (2349) - 6,5 ქულა
III ადგილი - მერი არაბიძე (2402) - 5 ქულა
IV ადგილი - ლელა ჯავახიშვილი (2377) - 5 ქულა
V ადგილი - ბელა ხოტენაშვილი (2371) - 4,5 ქულა
VI ადგილი - სალომე მელია (2302) - 4 ქულა
VII ადგილი - ნატალია ჟუკოვა (2331) - 4 ქულა
VIII ადგილი - ქეთევან კახიანი (2317) - 3,5 ქულა
IX ადგილი - მაია ლომინეიშვილი (2370) - 3,5 ქულა
X ადგილი - ზეინაბ მამედიაროვა (2286) - 2,5 ქულა

შეგახსენებთ, რომ ნინო ხურციძე ქართული და მსოფლიო საჭადრაკო ოჯახის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ, რომელიც მძიმე დაავადების გამო, ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.

ნინო ხურციძე (1975-2018)

მსოფლიოს ჩემპიონი 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (1991)
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (1993, 1995)
მსოფლიოს ხუთი საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე (1998, 2000, 2002, 2006, 2012)
მსოფლიოს სამი გუნდური ჩემპიონატის მონაწილე (2007, 2011, 2013)
ევროპის შვიდი გუნდური ჩემპიონატის მონაწილე (1999, 2003, 2005, 2007, 2009, 2011, 2013)
პირად დაფაზე ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის გუნდური ჩემპიონატების სამივე სინჯის (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) მფლობელი
ქალთა შორის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1989, 1993, 2005, 2006, 2013)
ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონი (1998)
საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის
ევროპის საკლუბო ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი.

კომენტარები

ბოლო ამბები