Thumbnail

ლივერპულის ყოფილი წევრი, რომელმაც ადიდასის ფეხბურთის ხაზი გაკოტრებისგან იხსნა

⚽ მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალში ფეხბურთი - გამოდის კვარტალში ერთხელ და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო პროცესებს

კრეიგ ჯონსტონმა პეისლის, ფეგანის და დალგლიშის ლივერპულში 7 წელი ითამაშა. კარიერა 1988 წელს ნაადრევად დაასრულა და შემდეგ ადიდასში დასაქმდა, სადაც ახალი ბუცების გამოგონება და სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმე დაიწყო.

ძალიან ცუდი ვიყავი“ - ამბობდა ჯონსტონი გარდიანთან ინტერვიუში. „წარმოდგენაც არ გაქვთ ისეთი ცუდი, მაშინაც კი, როდესაც ლივერპულში ვთამაშობდი - მსოფლიოს საუკეთესო გუნდის, ყველაზე ცუდი მოთამაშე გახლდით.“

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 2004 წელს მსოფლიო დიზაინის მუზეუმის მიერ, წლის საუკეთესო დიზაინერის წოდებაზე იყო ნომინირებული - ცნობილი ფეხბურთის ბუცის შექმნისთვის, რომელსაცპრედატორისსახელით ვიცნობთ.

ჯონსტონის კარიერა 1977 წელს დაიწყო - მიდლსბროში სინჯებისთვის ავსტრალიიდან 12,000 მილი იფრინაპირველი თამაში ლიდსის წინააღმდეგ გვქონდა, შესვენებაზე უკვე 3:0- ვაგებდით... გუნდს მაშინ ჯეკ ჩარლტონი წვრთნიდა, რომელმაც მატჩის შემდეგ ყველას ჩამოუარა, ჩემთან გაჩერდა და მითხრამისმინე, კენგურუ, შეგიძლია ახლავე ჩაბარგდე და წახვიდე აქედან, შენისთანა ცუდი ფეხბურთელი ცხოვრებაში არ მინახავს.’“

იმ ღამეს ბევრი ვიტირე, ბარგი ჩავალაგე, სახლში დავრეკე, მაგრამ ამ ამბის თქმა მაინც ვერ გავბედე... ჩემებმა ავსტრალიაში სახლი გაყიდეს იმისთვის, რომ ჩემი ინგლისში მგზავრობა და ცხოვრება დაეფინანსებინათდიდ ჯეკს ვუყვარვარ მეთქი’ - ვუთხარი დედაჩემს...

თუმცა ჩარლტონმა ახალგაზრდაკენგურუგუნდში მაინც დატოვაშემდეგი 6 თვე, სტადიონზე უფროსი ფეხბურთელების ტალახიან ბუცებს და მათ ავტომობილებს ვრეცხავდი, ჯეკის სადაც ვხედავდი გვერდს ვუვლიდი - ბოლოს მივხვდი, რომ ან თამაში უნდა მესწავლა, ან სახლში წავსულიყავი.“

ჯონსტონმა თამაშის სწავლა ამჯობინა, კონსერვის ქილებში 10 წამში ბურთით გაძრომა ისე განავითარა, რომ მალე დიდი ჯეკის გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. 1981 წელს კი ავსტრალიელი ლეგიონერი ლივერპულმა £570,000 ფუნტად შეიძინა, რაც მაშინ სოლიდური თანხა და ლიგის რეკორდი გახლდათ.

არადა, ინგლისის სარეკორდო შენაძენმა 5 წლის ასაკში კინაღამ ფეხი დაკარგა „დედაჩემს ხელი ჰქონდა მოწერილი ამპუტაციაზე - ძვლის ტვინის ანთება ისე განმივითარდა. თუმცა ძალიან გამიმართლა, ავსტრალიას ამერიკელი ქირურგი სტუმრობდა, რომელმაც ოპერაცია კარგად გამიკეთა და 8 თვე ნიუკასლის ჰოსპიტალში ვიწექი. იმ 8 თვის მანძილზე სირბილი ძალიან მენატრებოდა... გინახავთ ჩემი ფეხბურთი? იმ 8 თვეში სირბილი ისე დამაკლდა, მთელი კარიერა მოედანზე გაცოფებული დავრბოდი!“

მეჯიკ ჯონსტონმამერსისაიდში 1981-88 წლებში ითამაშა, წითელი ფორმით 224 მატჩის ჩატარება შეძლო - ინგლისის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, ასევე გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასი და ასოციაციის თასი აქვს მოგებული.

გუნდში იან რაში, გრემ სუნესი, კენი დალგლიში და ალან ჰანსენი გვყავდა - ჩემი ამოცანა ბურთის მოპოვება და მათთვის გადაწოდება იყო, ხოლო შემდეგ მათ წინ მეტოქის ნახევარზე ვიხსნებოდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ დიდი ფეხბურთელი არ ვიყავი, ინსტინქტებით არ ვთამაშობდი - ეს კომპონენტი კი დიდ ფეხბურთელებს დანარჩენებისგან განასხვავებს.“

1988-ში მის უმცროს დას ავსტრალიაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამ ამბიდან მალევე ჯონსტონმა საფეხბურთო კარიერა ნაადრევად - 28 წლის ასაკში დაასრულა და სამშობლოში დის მოსავლელად დაბრუნდა.

"თამაშის შემდეგ უფრო მეტ დროს ფოტოგრაფებთან ერთად ვატარებდი ვიდრე თანაგუნდელებთან.“

აღსანიშნავია, რომ მას ავსტრალიის ნაკრებში 1 მატჩიც კი არ აქვს ჩატარებული - „ნაკრებში არ მივდიოდი, იგივე იქნებოდა ინგლისის სერფინგის ნაკრებში, რომ მეთამაშა“ - ამბობდა ჯონსტონი ირონიულად ეროვნულ გუნდზე.

მენტალურად არ ვიყავი ფეხბურთელი, მთელ ხელფასს ფოტოაპარატებში ვხარჯავდი, თამაშის შემდეგ უფრო მეტ დროს ფოტოგრაფებთან ერთად ვატარებდი ვიდრე თანაგუნდელებთან.“

შემოქმედებით საქმიანობა არც სამშობლოში შეწყვიტასასტუმროს ფინანსური დანაკარგების დიდ ნაწილს მინი-ბარები შეადგენდნენ, სწორედ ამიტომ უსაფრთხოების სისტემა შევქმენიბატლერიერქვა, რომელიც მინი-ბარში განთავსებულ ყველა პროდუქციას აღრიცხვას უკეთებდა და უნიკალური სენსორული ნიშნით თვლიდა. 20,000 ეგზემპლარი გავყიდე...“

თუმცა მისი ყველაზე დიდი გამოგონება ადიდას პრედატორია - ცნობილი ბუცი, რომელიც ზინედინ ზიდანს, დევიდ ბექემს, სტივენ ჯერარდს და ჯონი უილკინსონს ძალიან უყვარდათ.

პრედატორი კაუჩუკის და ნახშიროჟანგის ბადის იდეალური სინთეზით შეკერილი ბუცია და როგორც ჯონსტონი ამტკიცებს, დევიდ ბექემმა საბერძნეთთან ოლდ ტრაფორდზე გატანილი ცნობილი ჯარიმა (ასევე უილკინსონის 3 ქულიანი 2003 წლის რაგბის მუნდიალზე ავსტრალიის წინააღმდეგ) სწორედ პრედატორის დახმარებით გაიტანა.

გახსოვთ ბექემის ჯარიმა საბერძნეთთან? იგი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაახლოებით 3%-ით უფრო გეხმარება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ბუცი."

ადიდასმა სხვების მსგავსად თავიდან უარი მითხრა, შენ ფეხბურთელობაზე არაფერი გვსმენია და ვერ დაგიჯერებთო, მეც ავდექი და პირდაპირ მიუნხენში, ფრანც ბეკენბაუერთან და კალჰაინც რუმენიგესთან ჩავედი…”

’ვინ ბრძანდებით?’ - მკითხეს ბაიერნის ბაზაზე. ‘კრეიგ ჯონსტონი, ავსტრალიელი, ლივერპულში ვთამაშობდი...’ - ვუთხარი მე.“

„შეხვედრისას ‘კაიზერი’ დაფიქრდა, სახელით და გვარით ვერ მიცნო, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდა ‘8 ნომერი გეცვა...’ - წარმოთქვა ბეკენბაუერმა და მეორე დღეს ბუცთან ერთად ბაზაზე დამიბარა.“

„მიუნხენში მაშინ თოვდა, ბეკენბაუერმა და რუმენიგემ პრედატორი მოირგეს, 2-3 პასის მერე ორივემ წამოიძახა ‘იავოლ, იავოლ!’ - რაც გერმანულად თანხმობის ნიშანია.“

„იქვე მოკლე ვიდეო ჩავწერე, სადაც ორივე ადიდასისთვის კარგად ნაცნობი სახე პრედატორს აქებდა. ამ ხალხს მაინც დაუჯერეთ მეთქი და მართლაც ასე მოხდა - ბუცი სერიულ წარმოებაში ჩაეშვა, მე ავსტრალიიდან საცხოვრებლად ნიურნბერგში ჩამომიყვანეს და როგორც შემდეგ ცნობილი გახდა, ადიდასის ფეხბურთის ხაზი გაბანკროტებისგან სწორედ პრედატორმა იხსნა.“

'მეჯიკ ჯონსტონი' დღესაც ავსტრალიაში ცხოვრობს და სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული. კი ამბობს, რომ ცუდი ფეხბურთელი იყო, თუმცა 2013 წელს შედგენილ ცნობილ გამოკითხვაში "100 ფეხბურთელი, ვინც კოპი განაცვიფრა" საპატიო 57- ადგილს იკავებს. 'კოპი' ენფილდის ჩრდილოეთ ტრიბუნაა, ყველაზე ხმაურიანი, ხოლო ის ასეული, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

კომენტარები

ბოლო ამბები