Thumbnail
  • ატლეტიკო 2:2 იუვენტუსი
  • 0:1 კუადრადო (48), 0:2 მატუიდი (65), 1:2 სავიჩი (70), 2:2 ექტორ ერერა (90)

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" მადრიდის ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა. ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, დიეგო სიმეონეს გუნდი 0:2-ს აგებდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და ქულის გადარჩენა შეძლო - 2:2.

D ჯგუფის სხვა მატჩში მოსკოვის ლოკომოტივმა სტუმრად 2:1 მოუგო ლევერკუზენს. საბა კვერკველიას ტრავმის გამო არ უთამაშია. 

📺 0:1 კუადრადო 48'

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ თანდათან იუვენტუსის უპირატესობა გამოიკვეთა. იგუაინის პასის შემდეგ ხუან კუადრადომ საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა და ულამაზესი გოლი გაიტანა ობლაკის კარში.

📺 ინციდენტი რეფერი დანი მაკელის მონაწილეობით

📺 0:2 მატუიდი 65'

კრიშტიანოს დაწყებული კომბინაცია მარცხნიდან ალექს სანდრომ გააგრძელა, ჩაწოდებულს კი ახლო მანძილიდან თავურით ბლეზ მატუიდიმ გაიტანა.

📺 1:2 სავიჩი 70'

ხოსე ხიმენესმა თავით სტეფან სავიჩს დაუგდო და ცენტრალურმა მცველმაც ახლო მანძილიდან გაიტანა. 

📺 2:2 ექტორ ერერა 90'

ბოლო წუთზე ტრიპიერმა კუთხური მოაწოდა და ყველას შეცვლაზე შესულმა ექტორ ერერამ ყველას დაასწრო და ატლეტიკოს ქულა გადაურჩინა.

ბოლო წამებზე კრიშტიანო რონალდო შესანიშნავად გაცდა რამდენიმე მეტოქეს, თუმცა დარტყმა ზუსტი არ გამოუვიდა.

ატლეტიკო 2:2 იუვენტუსი

გოლები: 0:1 კუადრადო (48), 0:2 მატუიდი (65), 1:2 სავიჩი (70), 2:2 ექტორ ერერა (90)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი (76. ვიტოლო) - კოკე, საულ ნიგესი, თომასი (76. ერერა), ლემარი (60. ა. კორეა) - ჟოაო ფელიქსი, დიეგო კოშტა

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - კუადრადო, ხედირა (69. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი - იგუაინი (79. დიბალა), რონალდო

სხვა მატჩები

ბაიერნი 3:0 ცრვენა ზვეზდა

დინამო ზაგრები 4:0 ატალანტა

შახტარი 0:3 მანჩესტერ სიტი

ლევერკუზენი 1:2 ლოკომოტივი მოსკოვი

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები