Thumbnail

‘ბაიერნში უფრო ოჯახური სიტუაციაა’ - კოუტინიო მიუნხენში ბედნიერია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფილიპე კოუტინიო მიუნხენის ბაიერნში თავს უკეთ გრძნობს
  • ბრაზილიელმა ბარსელონაში იმედები ვერ გაამართლა

ბარსელონამ ფილიპე კოუტინიო 2018 წლის იანვარში, ლივერპულიდან კლუბისთვის სარეკორდო ფასად დაიმატა. კატალონიაში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა 27 წლის ფეხბურთელი ესპანურ გრანდში ბოლომდე ვერ გაიხსნა. მან ბარსაში ჩატარებულ 76 შეხვედრაში 21 გოლის გატანა მოახერხა.

გასულ ზაფხულს ბრაზილიელმა არენდის წესით მიუნხენის ბაიერნს მიაშურა, გერმანულ კლუბს მალევე შეეწყო და ბუნდესლიგაში 3 თამაში ჩაატარა. ფილიპეს ბავარიულ გრანდში არსებული სიტუაცია მოსწონს და ამაზე Skysports-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“თავს ყოველდღე უკეთესად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ბაიერნში უფრო ოჯახური სიტუაციაა ვიდრე ჩემს ძველ კლუბებში,” - განაცხადა ბრაზილიელმა.

მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ჩაებმება. გერმანული კლუბი ‘ალიანც არენაზე’ ცვერნა ზვეზდას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები