Thumbnail

19 წლის ნორვეგიელმა ლიგაზე დებიუტი ჰეთ-თრიკით აღნიშნა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ზალცბურგმა გენკი დიდი ანგარიშით დაამარცხა
  • 19 წლის ნორვეგიელმა ლიგაზე დებიუტშივე ჰეთ-თრიკი გაიტანა
  • მამამისი ალფ ინგე ჰოლანდიც ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ავსტრიის რედ ბულ ზალცბურგმა (ქვეყნის ფარგლებს გარეთ - უბრალოდ ზალცბურგი), სახლში გამარჯვებით დაიწყო.

ავსტრიელებმა ბელგიური გენკი დიდი ანგარიშით - 6:2 დაამარცხეს. შეხვედრაში ჰეთ-თრიკი რედ ბულის 19 წლის ნორვეგიელმა - ერლინგ ბროიუტ ჰოლანდმა გაიტანა.

ჰოლანდი ზალცბურგმა მიოლდედან, 17 წლის ასაკში 5 მილიონ ევროდ შეიძინა. შეგახსენებთ, რომ მამამისი ალფ ინგე ჰოლანდიც ფეხბურთელი იყო.

ალფ ინგე ჰოლანდი 1993-2003 წლებში ინგლისში თამაშობდა - ნოტინგემ ფორესტი, ლიდს იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი. სწორედ ლიდსში თამაშის დროს დაამტვრია მძიმედ უფროსმა ჰოლანდმა როი კინი.

ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, მანჩესტერული დერბის მიმდინარეობისას - კინმა ჰოლანდზე შური იძია "მიიღე, ალფი, ნაბიჭვარო!" - ამ სიტყვებით იხსენებდა კინი ინიდენტს ავტობიოგრაფიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები