Thumbnail
  • დორტმუნდი 0:0 ბარსელონა
  • მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მარკო როისის პენალტი აიღო.

ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში პირველი ტურის ცენტრალური მატჩი დორტმუნდში გაიმართა, ბორუსიამ ბარსელონას უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. შეგახსენებთ, ამავე ჯგუფის პირველ თამაშში, მილანში ინტერმაც ფრედ ითამაშა ჩეხურ სლავიასთან - 1:1

ამ შეხვედრაში მთავარი ეპიზოდი მატჩის 57-ე წუთზე მოხდა, როცა სემედუმ პენალტი "აიკიდა", პენალტის ნიშნულთან კი დორტმუნდელთა ლიდერი მარკო როისი მივიდა, თუმცა მან ვერ გაუტანა ყოფილ თანაგუნდელ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, გერმანელმა გოლკიპერმა პენალტი მოიგერია. 

ამის გარდა ტერ შტეგენმა ერთი-ორჯერ იხსნა სტუმართა კარი. ის ბარსას საუკეთესო მოთამაშე იყო. დორტმუნდმა მეტოქეს თამაშით აჯობა, ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში იგრძნობოდა. დაცვაში მატს ჰუმელსმა ლუის სუარესი არ გაახარა და უშეცდომოდ ითამაშა. ერთხელ ბარსა ბრანდტის დარტყმისგან ხარიხამ იხსნა.

სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა ლეო მესიმ, რომელიც მოედანზე 16 წლის ანსუ ფატის ნაცვლად გამოჩნდა. ბარსამ ამ შეხვედრაში ტრავმის გამო ჟორდი ალბა დაკარგა, რომელიც პირველივე ტაიმში გამოცვალეს.

დორტმუნდი 0:0 ბარსელონა

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო - ვიტსელი, დელეინი - სანჩო, როისი, ტ. აზარი (73. ბრანდტი) - პაკო ალკასერი (87. ბრუუნ ლარსენი)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა (40. სერხი რობერტო) - ფ. დე იონგი, ბუსკეტსი (60. რაკიტიჩი), არტური - ფატი (59. მესი), ლუის სუარესი, გრიზმანი

სხვა მატჩები

აიაქსი 3:0 ლილი
ბენფიკა 1:2 ლაიპციგი
ჩელსი 0:1 ვალენსია
ზალცბურგი 6:2 გენკი

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები