Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 17 სექტემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 15 სექტემბრის გადაცემაში, გაიმარჯვა სტუმრის - პროგნოზისტი გიორგის (რომა) ბილეთმა, რომელიც 3 პოზიციისგან შედგებოდა, მისი კოეფიციენტი კი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,2 იყო. 

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 3-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,2 გახლავთ. ლევანმა ჩემპიონთა ლიგაში ჩელსის ვალენსიასთან მოგება ივარაუდა, ევროპალიგაში კი რენისა და რეინჯერსის მოგებები, შესაბამისად, სელტიკსა და ფეიენოორდთან.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ჩემპიონთა ლიგიდან ჩელსი-ვალენსიას ავიღებ, სადაც ერთიანი მინდა დავწერო. დასაწყისში ცოტა იბუქსავა, მაგრამ ამ ბოლო ტურში ითამაშა და ვფიქრობ, ჩელსი შევიდა ფორმაში. თან, როგორც წესი, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე შინ თამაშს არ აგებს. და კიდევ, ფანი არ ვარ, მაგრამ წელს პრემიერლიგაში რატომღაც სიმპათიები სწორედ ჩელსის მიმართ გამიჩნდა.

გადავალ ევროპალიგაზე, სადაც მინდა, რენი-სელტიკის თამაში შემოგთავაზოთ. რენი ძალიან მომწონს, პსჟ-ს უგებს და ეს სელტიკიც არ არის ის გუნდი, ვერ აჯობოს. არ ვიცი, რა მოხდება გლაზგოში, მაგრამ მგონია, რომ რენი შინ მომგებია ამ თამაშის.

აქეთ პირიქით, შოტლანდიურ გუნდს - რეინჯერსს უნდა მოვაგებინო ფეიენოორდთან. ვფიქრობ, რომ ფეიენოორდი, მიუხედავად ყველაფრისა, ტრადიციებისა, ვერ არის ისეთი ძლიერი გუნდი - ჯერ ვერ ჩამოაყალიბა სტამმა. მგონია, რომ რეინჯერსი მოუგებს ამ თამაშს და კოეფიციენტიც საკმაოდ კარგია.  

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს სპორტული კომენტატორი ლუკა ხოჯავა იყო, რომელმაც 6-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით 11,0.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 13,6 გახლავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები