Thumbnail

სერენა მაიმუნს შეადარეს – სკანდალი რუმინეთის ტელევიზიაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ამერიკელი ჩოგბურთელი რასიზმის მსხვერპლი გახდა
  • რუმინელი ჟურნალისტი 1 900 დოლარით დააჯარიმეს

სერენა უილიამსის ირგვლივ მორიგი სკანდალია. ამჯერად, ყურადღების ცენტრში რუმინელი ჟურნალისტი რადუ ბანჩუ მოექცა, რომელმაც ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი მაიმუნს შეადარა.
ეს ამბავი რუმინეთის ეროვნული ტელევიზიის ეთერში მოხდა, ამდენად, დიდი გამოხმაურება ჰქონდა. და რა თქვა 49 წლის წამყვანმა?

“სერენა უილიამსი ზოოპარკის მაიმუნს ჰგავს წითელი უკანალით. თუკი მათაც შორტებს ჩავაცვამთ, კორტზე მყოფი სერენასგან გარჩევა გაგვიჭირდება”.

ცხადია, რომ ბანჩუ მალევე რასიზმის გამოვლინებაში დაადანაშაულეს და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნულმა საბჭომ მკაცრი გაფრთხილება მისცა, ამასთან, ჟურნალისტი 1 900 დოლარითაც დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ტურნირი, რომელშიც უილიამსმა მონაწილეობა მიიღო, ამერიკის ღია პირველობა გახლდათ. სერენამ ნიუ იორკში ფინალამდე მისვლა მოახერხა, სადაც სწორედ რუმინული ფესვების მქონე ბიანკა ანდრეესკუსთან დამარცხდა.

37 წლის ჩოგბურთელს, რომელსაც 23 სლემ-ტურნირი აქვს მოგებული, WTA-ს მიმდინარე რეიტინგში მე-9 ადგილი უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები