Thumbnail
  • ქართველმა მოჭიდავემ ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა
  • ხვალ კვარცხლბეკზე ასასვლელად ქაჯაია იბრძოლებს
  • ამ დროისთვის, ბერძენ-რომაელთა ნაკრების აქტივში 2 ოქროა 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გიორგი მელია (97 კგ.) მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა. ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირზე, ქართველი ფალავანი ბრინჯაოსთვის რიოს ოლიმპიადის მესამეადგილოსან თურქ ჩენკ ილდემს გაეჯიბრა და 1:4 დამარცხდა, თუმცა, კი ოლიმპიადის ლიცენზია, რომელსაც წონის 6 საუკეთესო იღებდა, გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ მელიამ სასტარტო შეხვედრაში ჰონდურასელ კევინ მეხია კასტილიოს 5:0 სძლია, მერვედფინალში ყაზახ იერულან ისკაკოვს 4:0 მოუგო, მეოთხედფინალში ფრანგი მელონინ ნოუმონვი 5:1 დაჯაბნა, ნახევარფინალი კი მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ არტურ ალეკსანიანთან (სომხეთი) 1:3 წააგო. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი გიორგისთან გამარჯვების შემდეგ, მუსა ევლოევთან საჭიდაოდ არ გამოცხადდა და რუსს ოქროს მედალი უბრძოლველად გადაულოცა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ბერძენ-რომაელთა აქტივში უკვე არის 2 ოქროს მედალი, რომლებიც ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) და ლაშა გობაძემ (82 კგ.) მოიპოვეს, ხვალ კი, კვარცხლბეკზე ასვლის შანსი მძიმეწონოსან (130 კგ.) იაკობ ქაჯაიას ექნება.

ქართველი ფალავანი რეპეშაჟშია გადართული და ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნანდესს და ჩინელ ლინგჟე მენგს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, წარმატების შემთხვევაში კი, ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ედუარდ პოპთან ჭიდილი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები